დღის კალენდარი - 26 მაისი

წლის 137-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 219 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ღირსისა ექვთიმე მთაწმინდელისა, მთარგმნელისა (1028); ღირსა მოწამეთა, ათონის მთაზე ლათინთაგან მოწყვეტილთა (XIII); მოწამეთა: გლიკერია ქალწულისა და მისთანა ლაოდიკესი, დილეგის მცველისა (დაახლ. 177); პავსიკაკოსი, სინადელი ეპისკოპოსისა (606); წმიდათა: გიორგი აღმსარებელისა, მეუღლისა მისისა ირინესი და შვილთა მათთა (IX).

დაიბადნენ:

1650 — ჯონ ჩერჩილი, მალბოროს ჰერცოგი, ინგლისის ერთ-ერთი წამყვანი სარდალი, უინსტონ ჩერჩილის წინაპარი. გარდაიცვალა 1722 წელს.

1821 — პაფნუტი ჩებიშევი, რუსი მათემატიკოსი. გარდაიცვალა 1894 წელს.

1822 — ედმონ დე გონკური, ფრანგი მწერალი. გარდაიცვალა 1894 წელს.

1842 — გიორგი წერეთელი, ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1900 წელს

1939 — მერაბ კოსტავა, ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. გარდაიცვალა 1989 წელს.

1944 — გივი ალხაზიშვილი, პოეტი, აკაკი წერეთლის პრემიის ლაურეატი.

გარდაიცვალნენ:

1762 — ალექსანდრ ჰოტლიბ ბაუმჰარტენი, გერმანელი ფილოსოფოსი, იდეალისტი, ესთეტიკის ფუძემდებელი.

1926 — სიმონ პეტლიურა, უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერი.

1976 — მარტინ ჰაიდეგერი, გერმანელი ფილოსოფოსი.

მოვლენები:

1805 — მილანის საკათედრო ტაძარში ნაპოლეონ I იტალიის მეფედ აკურთხეს.

1868 — ინგლისში უკანასკნელი სახალხო სიკვდილით დასჯა გაიმართა.

1918 — ეროვნულმა საბჭომ საქართველო გამოაცხადა დამოუკიდებელ დემოკრატიულ რესპუბლიკად.

1942 — ლონდონში საბჭოთა კავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ხელი მოეწერა მოლაპარაკებას გერმანიის წინააღმდეგ.

1991 — საბჭოთა კოსმონავტი მუსა მანაროვი დედამიწაზე დაბრუნდა, მან კოსმოსში 175 დღე-ღამე გაატარა.

ღირსსახსოვარი დღეები:

საქართველო _ დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

უკრაინა _ პოლიგრაფიისა და გამომცემლობათა მუშაკების დღე

დანია _ კონსტიტუციის დღე

გაიანა _ დამოუკიდებლობის დღე

თურქმენეთი _ ხალიჩის დღე

ქიმიკოსების დღე