დღის კალენდარი - 26 სექტემბერი

წლის 270-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 96 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმს (335). წინადღესასწაული უფლის პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარის ამაღლებისა. წმიდისა დიდმოწამისა, საქართველოს მნათობისა, კახეთის დედოფლისა ქეთევანისა ( 1624); მღვდელმოწამისა კორნილი ასისთავისა (I); მოწამეთა: კრონიდესი, ლეონტისა და სერაპიონისა (დაახლ. 237); მოწამეთა სელევკისა და სტატონიკესი (III); მოწამეთა მაკროვოსი და გორდიანესი (IV); მღვდელმოწამისა ივლიანე ხუცისა (IV); მოწამეთა: ელიასი, ზოტიკესი, ლუკიანესი და ვალერიანესი (IV).

ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში. ეს ტაძარი აღაშენეს მოციქულთა სწორმა დიდმა ხელმწიფემ წმიდა კონსტანტინემ და მისმა წმიდა დედამ _ მოციქულთასწორმა დედოფალმა ელენემ.

ხსენება წმიდა დიდმოწამის, საქართველოს მნათობისა, კახეთის დედოფლის ქეთევანისა, რომლის წმიდა ნაწილები დამარხულია ალავერდის ტაძრის ტრაპეზის ქვეშ. იგი წარმოშობით ბაგრატოვანთა სამეფო გვარიდან იყო და შვილიშვილად ერგებოდა ქართლის მეფეს კონსტანტინეს. მას შემდეგ, რაც კახეთის მეფის ალექსანდრე მეორის მემკვიდრის დავითის მეუღლე გახდა, იგი თვითონ მართავდა სამეფოს. წმიდა ქეთევანი აშენებდა ეკლესია-ტაძრებს, მწირთშემწყნარებულ სახლებსა და უსახლკაროთა თავშესაფრებს.

წმიდა დედოფლის მაზლმა კონსტანტინემ მაჰმადის სჯული მიიღო და შაჰ-აბასის შეგონებით მოსყიდულ მკვლელებს მოაკვლევინა თავისი მამა და ძმა. დედოფალმა ალავერდის მონასტერში დაკრძალა უდანაშაულო წამებულთა სხეულები.

კახეთის აოხრების მუქარით შაჰ-აბასმა აიძულა კახელი ფეოდალები სპარსელებისათვის ჩაებარებინათ მაღალი მძევლები, მათ შორის წმიდა დედოფალი ქეთევანიც. იმ მიზნით, რომ უბედურება აეცილებინა ქართველი ხალხისა და ქართული ეკლესიისათვის, წმიდა დედოფალი ისპაჰანს გაემგზავრა. შაჰ-აბასმა მაჰმადის სჯულის მიღება შესთავაზა კეთილმორწმუნე დედოფალს, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო, რის გამოც წმიდანი საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც მან უკიდურესად მძიმე პირობებში ათი წელიწადი დაჰყო. წმიდა ქეთევანმა მრავალი სატანჯველი გადაიტანა და ბოლოს 1624 წლის 26 სექტემბერს ღმერთს მიაბარა თავისი მრავალტანჯული წმიდა სული.

წმიდანის ნაწილები რომში, წმიდა მოციქულ პეტრეს ტაძარში გადაასვენეს. მოგვიანები მისი წმიდა ნაწილთაგანი ბერებმა თეიმურაზ მეფეს გადასცეს, რომელმაც საქართველოში ჩამოასვენა და ალავერდის მონასტერში დაკრძალა.

დაიბადნენ:

1791 – თეოდორ ჟერიკო, გამოჩენილი ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი. გარდაიცვალა 1824 წელს.

1841 – დავით ჩუბინაშვილი, ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ლიტერატურათმცოდნე. გარდაიცვალა 1891 წელს.

1849 – ივან პავლოვი, ფიზიოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1936 წელს.

1888 – თომას ელიოტი, ამერიკელი პოეტი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1965 წელს.

1889 – მარტინ ჰაიდეგერი, გერმანელი ფილოსოფოსი-ეგზისტენციალისტი. გარდაიცვალა 1976 წელს.

1921 _ ალექსანდრ მეჟიროვი, რუსი პოეტი, მთარგმნელი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

1934 – ოლეგ ბასილაშვილი, რუსი მსახიობი.

1953 – დავით გურგენიძე, საერთაშორისო დიდოსტატი, საჭადრაკო კომპოზიტორი.

გარდაიცვალნენ:

1868 – აუგუსტ ფერდინანდ მიობიუსი, გერმანელი მათემატიკოსი.

1902 – ლევი შტრაუსი, `ლუე ჯეანს”-ის შემქმნელი.

1973 – ანნა მანიანი, გამოჩენილი იტალიელი მსახიობი.

1990 – ალბერტო მორავია, იტალიელი მწერალი.

მოვლენები:

1887 _ დააპატენტეს ფონოგრაფი.

1938 _ ჰიტლერმა ულტიმატუმი წაუყენა ჩეხეთის მთავრობას სუდეტის რაიონის მოთხოვნით.

1940 _ იაპონიის ჯარებმა იერიში მიიტანეს საფრანგეთის ინდოჩინეთზე.

1959 _ ტაიფუნმა დიდი ზიანი მიაყენა იაპონიას. დაიღუპა 5 000-ზე მეტი ადამიანი.

1965 _ დედოფალმა ელისაბედმა `Bეატლეს” ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვა.

1973 _ ზებგერითმა თვითმფრინავმა `კონკორდმა” ვაშინგტონიდან პარიზამდე მანძილი 3 საათსა და 33 წუთში დაფარა.

1984 _ ბრიტანეთისა და ჩინეთის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჰონკონგის ჩინეთისათვის დაბრუნების შესახებ.

1985 _ ჰონკონგში 100-წლიანი კოლონიური მმართველობის განმავლობაში პირველი არჩევნები გაიმართა.

1998 _ შვეიცარიაში აიკრძალა რასიზმის პროპაგანდა.

ღირსსახსოვარი დღეები:

იემენი — რევოლუციისა და ეროვნული დღე.