უკან
უახლესი ამბები
არქივი
მსოფლიო
29 მარტი, 2023 10:45
ომის დაწყებიდან რუსებმა დაახლოებით 172 340 სამხედრო დაკარგეს - უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 29 მარტამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი - დაახლოებით 172 340;
ტანკი - 3 609;
ჯავშანტექნიკა - 6 966;
საარტილერიო სისტემა - 2 659;
სარაკეტო სისტემა - 526;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 277;
თვითმფრინავები - 306;
ვერტმფრენი - 291;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 239;
საკრუიზო რაკეტები - 911;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 5 507;
გემი/ნავი/კატარღა - 18;
სპეციალური აღჭურვილობა - 288.