დღის კალენდარი _ 28 აგვისტო

წლის 241-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 125 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მიძინება ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. მარიამობა.

თაყვანისცემა ღმრთისმშობლის ხატთა: აწყურისა, გაენათისა, წილკნისა, მეტეხისა, ქვაბთახევისა, მოზდოკისა, ვლაქერნისა და სხვათა.

ღვთისმშობლის მიძინების შესახებ მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოციქულთა დროიდან იცის.
ძველი ქრისტიანები ღვთისმშობელს ისეთ დიდ პატივს სცემდნენ, რომ ინახავდნენ ყველაფერს, რაც კი მის ცხოვრებაზე მეტყველებდა, იმახსოვრებდნენ ყოველ მის სიტყვასა და ნამოქმედარს და ჩვენამდე მისი გარეგნობის აღწერაც კი მოიტანეს.

ყველა ქრისტიანისათვის ღვთისმშობელი დამშვიდებისა და რჩევის მომტანი იყო. ქრისტიანებთან ღვთისმშობელი მოჰყვა ხარების, იესო ქრისტეს უმანკო ჩასახვის, მისი ყრმობისა და მთელი მიწიერი ცხოვრების შესახებ. მოციქულთა მსგავსად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი სიტყვითა და ლოცვით განამტკიცებდა ქრისტიანულ ეკლესიას.

გოლგოთას ერთ-ერთი მონახულებისას, მას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და აუწყა, მალე ზეცაში — მუდმივ საცხოვრებელში გადასახლდებიო. ამის ნიშნად პალმის რტო მოაწოდა. მალე წმიდა ქალწული სამ მოახლესთან ერთად ბეთლემში დაბრუნდა და ეს სასიხარულო ამბავი ჩაიტანა. მან იოანე ღვთისმეტყველი თავისთან მოიხმო. ლოცვის შემდეგ წმიდა ქალწულმა საკმეველი აკმია, იოანემ ზეციური ხმა გაიგონა, რომელიც მის ლოცვას „ამინ“-ით ადასტურებდა. ღვთისმშობელმა თქვა, რომ ეს ხმა უხორცო და წმიდა მოციქულთა მოვლინების მოახლოებას მოასწავებდა.

წმიდა იოანემ მოციქულებს აცნობა, რომ ღვთისმშობელი სამოთხეში გასამგზავრებლად ემზადებოდა. ღვთისმშობელმა თითოეული მოციქული ცალ-ცალკე მოიხმო თავისთან, შეუქო მათრწმენა და ღვაწლი, თითოეულს მარადი ნეტარება უსურვა და მათთან ერთად ილოცა მშვიდობისა და მთელი ქვეყნიერების კეთილდღეობისათვის.

დაიწყო მესამე საათი და ღვთისმშობლის მიძინების დროც დადგა. წმიდა მოციქულები გალობით შემოერტყნენ მორთულ სარეცელს, რომელზედაც ყოვლაწმიდა ღვთისმშობელი ქალწული განისვენებდა. იგი თავისი გარდასვლისა და შვილის — უფლის მოლოდინში იყო და ლოცულობდა. უეცრად ყოველივე გაბრწყინდა და უკიდეგანო ნათლიდან თავად დიდების ხელმწიფე — ქრისტე გადმოვიდა ანგელოზების, მთავარანგელოზების, სხვა ზეციური ძალების, დიდი წინაპრების და წინასწარმეტყველების თანხლებით. თავისი შვილი რომ დაინახა, ხოტბა შეასხა, წამოდგა და მის შესაგებებლად გაეშურა. ქრისტემ თავის საუფლოში მიიწვია იგი. ყოველგვარი ხორციელი ტანჯვის გარეშე ჩააბარა სული ყოვლადწმიდა ქალწულმა თავის შვილსა და ღმერთს.

მოციქულებმა წმიდა ღვთისმშობლის ცხედარი გეთსიმანიის ქვაბულში დაასვენეს. საღამოს მოციქულები სატრაპეზოდ რომ დასხდნენ, ღვთისმშობელი გამოეცხადათ და უთხრა: „გიხაროდეთ! მე თქვენთან ვარ მარად!“

ღვთისმშობლის წმიდა ტანისამოსი, რომელსაც სასოებით ინახავენ და იყოფენ მთელს დედამიწაზე, ახდენდა და ახლაც ახდენს სასწაულებს.

ქრისტიანებმა იმ ადგილზე, სადაც ინახებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სუდარა და რომელშიც წმიდა და სურნელოვანი ცხედარი იყო გახვეული, ტაძარი ააგეს.

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული დიდი ზეიმით აღინიშნება 28 აგვისტოს.

დაიბადნენ:

1749 – იოჰან ვოლფგანგ გოეთე, გერმანელი მწერალი, პოეტი, მოაზროვნე. გარდაიცვალა 1832 წელს.

1836 – ბრედ ჰარტი, ამერიკელი მწერალი.

1877 – ჩარლზ სტიუარტ როლსი, ინგლისელი ავტომობილისტი, ავიატორი.

1901 –კალისტრატე სალია, ქართველი ისტორიკოსი, ქართველოლოგი. მის ნაშრომს „ქართული ენის ისტორია” საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის პრემია მიენიჭა.

1909 – მიხეილ ვაშაკიძე, ასტროფიზიკოსი, პროფესორი. გარდაიცვალა 1956 წელს.

1918– ნათელა იანქოშვილი, ფერმწერი და გრაფიკოსი.

1918 – შოთა რაზმაძე, სამრეწველო ელექტრონიკის ფუძემდებელი საქართველოში, პროფესორი.

1919 – ნინო ყაუხჩიშვილი, პროფესორი.

1922 – მარიამ ლორთქიფანიძე, ისტორიკოსი, აკადემიკოსი.

1928 – ნიკოლოზ ვახანია, მათემატიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

1934 _ ვალერიან სულაკაური, დრამატურგი.

გარდაიცვალნენ:

1646 – ფულვიო ტესტი, იტალიელი პოეტი.

1943 – ბორის Ш, ბულგარეთის მეფე.

1979 – კონსტანტინ სიმონოვი, რუსი მწერალი.

1987– ჯონ ჰიუსტონი, ამერიკელი კონორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი.

მოვლენები:

476 წელი – დასავლეთ რომის იმპერია დაეცა.

1619 წელი – ფერდინანდ II აირჩიეს წმინდა რომის იმპერიის იმპერატორად.

1914 წელი – ავსტრია-უნგრეთმა ომი გამოუცხადა ბელგიას.

1916 წელი – გერმანიამ ომი გამოუცხადა რუმინეთს.

1924 წელი – ჭიათურაში დაიწყო და მთელ საქართველოს მოედო ანტიბოლშევიკური აჯანყება.

1916 წელი – იტალიამ ომი გამოუცხადა რუმინეთს.

1941 წელი – გააუქმეს ვოლგისპირეთის გერმანელთა ავტონომიური რესპუბლიკა და ყველა გერმანელი ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონებში გადაასახლეს.

1945 წელი – ამერიკის ჯარები, გენერალ ჯორჯ მარშალის მეთაურობით, იაპონიაში გადასხდნენ.

1968 წელი – ჩეხოსლოვაკიის ნაციონალურმა კრებამ უკანონოდ გამოაცხადა საბჭოთა ჯარების შეჭრა ქვეყანაში.

1996 წელი – პრინცი ჩარლზი და პრინცესა დაიანა განქორწინდნენ.

ღირსსახსოვარი დღეები:

იორდანია — არაბული აღორძინების დღე

ჰონკონგი — განთავისუფლების დღე