უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- 19.04.2024 16:23მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი
- 19.04.2024 15:1420-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
- 19.04.2024 15:06ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა
- 19.04.2024 14:26ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი
- 19.04.2024 12:33პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
- 19.04.2024 12:06საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში
- 19.04.2024 11:50დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
- 19.04.2024 11:13მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
არქივი
საზოგადოება
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი დაიწყო
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ადგილობრივი ინდუსტრიის მომართვის საფუძველზე, თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი დაიწყო.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მონიტორინგის ფარგლებში, თამბაქოს ნაწარმის ბაზარზე სააგენტო შეაფასებს კონკურენტული გარემოს, ბაზრის კონცენტრაციის – ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის ხარისხს, დადგინდება ბაზრის მოცულობა, ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტები, საბაზრო წილები და ასე შემდეგ.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, შუალედური შედეგები პერიოდულად საჯაროდ გამოქვეყნდება დაინტერესებული მხარეებისთვის.
„2023 წელს სააგენტომ საბანკო დაზღვევის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა და ექვსი სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაცია გასცა. ასევე დასრულდა თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზრის მონიტორინგი, სადაც მიღებული შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ განგრძობითი დაკვირვების, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ იკვეთება. მიმდინარე დაკვირვების რეჟიმშია საავტომობილო საწვავის, მოცვისა და თხილის ბაზრები“, – აღნიშნულია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციაში.