დღის კალენდარი - 4 მაისი

წლის 115-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 241 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათი

მღვდელმოწამისა ექვთიმესი, გაენათელი მიტროპოლიტისა (შერვაშიძე, 1822);

მღვდელმოწამისა იანვარი ეპისკოპოსისა და მისთანა მოწამეთა: პროკულე, სოსე და ფავსტო დიაკონთა, დისიდერი წიგნისმკითხველისა, ევტიქისა და აკუტიონისა (დაახლ. 305); მოწამეთა: თეოდორე პერგიელისა, დედისა მისისა ფილიპიასი. დიოსკორესი, სოკრატესი და დიონისესი (II); მოწამეთა: ისაკისა, აპოლოსისა და კოდრატესი (303); მაქსიმიანესი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (434).

დაიბადნენ:

1772 — ფრიდრიხ არნოლდ ბროკჰაუზი, ცნობილი ენციკლოპედიური გამომცემლობის დამაარსებელი. გარდაიცვალა 1832 წელს.

1782 – თეიმურაზ ბატონიშვილი, მწერალი, მეცნიერი, გიორგი XII-ს ძე. გარდაიცვალა 1846 წელს.

1881 — ალექსანდრე კერენსკი, რუსეთის თებერვლის რევოლუციის მოღვაწე, დროებითი მთავრობის მეთაური. გარდაიცვალა 1970 წელს.

1916 — რობერტ სტურუა, მხატვარი-მონუმენტალისტი. გარდაიცვალა 1982 წელს.

1923 — ედმონდ კალანდაძე, მხატვარი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

1926 — კონსტანტინე წერეთელი, ქართველი ენათმეცნიერი, სემიტოლოგი. გარდაიცვალა 2004 წელს.

1928 — მუჰამედ ჰოსნი მუბარაკი, ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი.

1929 — ოდრი ჰეპბერნი, ანგლო-ჰოლანდიური წარმოშობის ბრიტანელი მსახიობი. გარდაიცვალა 1993 წელს.

გარდაიცვალნენ:

1938 — კარლ ოსეცკი, გერმანელი ჟურნალისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1955 — ჯორჯე ენესკუ, რუმინელი კომპოზიტორი.

მოვლენები:

1924 წელი — პარიზში გაიხსნა VIII ოლიმპიური თამაშები.

1961 წელი — ამერიკელებმა მ. როსმა და ვ. პრატერმა დაამყარეს სიმაღლის რეკორდი აეროსტატებისთვის — 34 668 მეტრი.

1967 წელი — გაუშვეს ამერიკული ავტომატური პლანეტშორისი სადგური „ლუნა ორბიტერ-4“.

1979 წელი — მარგარეტ ტეტჩერი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.

1989 წელი — გაუშვეს ამერიკული კოსმოსური ხომალდი „სპეის შატლ-30 ატლანტის-4“.

ღირსსახსოვარი დღეები:

ტონგა – მემკვიდრე პრინცის დღე

ზამბია – შრომის დღე

ჩინეთი – ახალგაზრდობის დღე

ნიდერლანდები – მიცვალებულთა მოხსენიების დღე

იაპონია – ეროვნული დღესასწაული