უკან
პოლიტიკა
7 ივნისი, 2022 15:59
სალომე ზურაბიშვილის სახელმწიფო ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელმწიფო ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში დაიწყო.
პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია ,,კვირინალეს“ სასახლეში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა.
შესრულდა საქართველოს და იტალიის რესპუბლიკის ჰიმნები და პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს იტალიის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშას. ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ საქართველოს და იტალიის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრებს და მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.