დღის კალენდარი 1 ივნისი

წლის 153-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 213 დღე.

საეკლესიო კალენდარი

წმიდისა დედისა ჩვენისა მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოსი (საქართველოში შემოსვლა, 323); ამაღლების წარგზავნა

იოანე გუთელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 770-790); მღვედლმოწამეთა: პატრიკისა, პრუსელი ეპისკოპოსისა, და მისთანა აკაკი, მენანდრო და პოლიენო ხუცესთა (დაახლ 100); მოწამისა კალუთა ეგვიპტელისა (284-303); კეთილმსახურისა მთავრისა დიმიტრი დონელისა (1389).

დაიბადნენ:

1646 — გოტფრიდ ლაიბნიცი, გერმანელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ფილოსოფოსი.

1796 _ ნიკოლა ლეონარ სადი კარნო, ფრანგი ფიზიკოსი, თერმოდინამიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გარდაიცვალა 1832 წელს.

1780 — კარლ კლაუზევიცი, გერმანელი სამხედრო თეორეტიკოსი. გარდაიცვალა 1831 წელს.

1804 — მიხაილ გლინკა, რუსი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1857 წელს.

1903 _ მიხეილ ჩხიკვაძე, ქართველი არქიტექტორი, აკადემიკოსი. გარდაიცვალა 1989 წელს.

1954 — მარტინ ანდერსენ ნექსე, დანიელი მწერალი.

გარდაიცვალნენ:

1593 — კრისტოფერ მარლო, ინგლისელი პოეტი და დრამატურგი.

1823 — ლუი ნიკოლა დავუ, ნაპოლეონ I-ის ერთ-ერთი საუკეთესო სარდალი.

1868 — ჯეიმს ბიუკენენი, აშშ-ს მე-15 პრეზიდენტი.

მოვლენები:

1195 წელი _ გაიმართა შამქორის ბრძოლა საქართველოს ლაშქარსა და ადარბადაგანის ათაბაგ აბუ-ბექრის ჯარს შორის. ქართველებმა დაამარცხეს მტერი.

1792 წელი — კენტუკი აშშ-ს მე-15 შტატი გახდა.

1796 წელი — ტენესი აშშ-ს მე-16 შტატი გახდა.

1862 წელი — მთელ აშშ-ს ტერიტორიაზე აიკრძალა მონობა.

1893 წელი — ბერლინში ჯუზეპე ვერდის ოპერის „ფალსტაფის“ პრემიერა გაიმართა.

1962 წელი — ქალაქ ნოვოჩერკასკში მუშების მღელვარება დაიწყო. ისინი ფასების გაზრდის წინააღმდეგ გამოვიდნენ. საბჭოთა არმიამ დახვრიტა მშვიდობიანი დემონსტრაცია, 24 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა — 39. სასამართლომ 7-ს დახვრეტა მიუსაჯა.

1980 წელი — მუშაობა დაიწყო ტედ ტერნერის ტელეარხმა ჩNN-მა, პირველმა საერთაშორისო
24-საათიანმა საინფორმაციო არხმა.

ღირსსახსოვარი დღეები:

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.

ტუნისი _ ეროვნული დღე

პალაუ _ პრეზიდენტის დღე

აშშ _ სახელმწიფოებრიობის დღე

ბაჰამი _ შრომის დღე

მონღოლეთი _ დედისა და ბავშვის დღე

ჩინეთი _ ბავშვთა დღე

დასავლეთ სამოა _ დამოუკიდებლობის დღე

ბულგარეთი _ თურქ დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლაში დაცემულ მებრძოლთა ხსოვნის დღე