უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 ნოემბერი, 2023 17:45
font-size

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არანაირ არჩევნებს არ უნდა ველოდოთ 2025 წლის იანვრამდე - პეტრე ცისკარიშვილი

არანაირ არჩევნებს არ უნდა ველოდოთ 2025 წლის იანვრამდე, როდესაც ჩვენი შიდა რეგულაციებით, წესდებით განსაზღვრულია შემდგომი არჩევნების თარიღი. თავმჯდომარის არჩევა მოხდება 2025 წლის იანვარში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვილის თქმით, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა, პროგნოზირებადობა და სწორედ ამიტომ აქვს პარტიას წესდება, შიდა მარეგულირებელი ნორმები, რომლის მიხედვითაც გრძელდება ამა თუ იმ ორგანიზაციის ცხოვრება.

„ჩვენს შემთხვევაში თავმჯდომარის არჩევნები ჩანიშნულია დაახლოებით ერთ წელიწადში, 2025 წლის იანვარში. სწორედ ლევან ხაბეიშვილის ინიციატივით ბოლო ყრილობისას წესდებაში ჩაიწერა, რომ თავმჯდომარე ირჩევა ორი წლით. ორი წელი გადის მომავალ წელს, 13-14 თვე დარჩა იქამდე. მით უმეტეს, ისე გამოვიდა, რომ ეს თარიღი ემთხვევა დიდი საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდს. შესაბამისად, მოქმედი თავმჯდომარისთვის ერთგვარი ტესტი შეიძლება იყოს ის მთავარი არჩევნები, სადაც ჩვენ უნდა დავამარცხოთ რუსული რეჟიმი. მოხდება თუ არა მისი მანდატის განახლება, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები დაუჭერენ თუ არა მხარს ლევან ხაბეიშვილს, დიდწილად განსაზღვრული იქნება იმ შედეგით, რასაც ჩვენ დავდებთ და ვაჩვენებთ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში. ეს ადამიანები ყოველთვის მხარში ედგნენ და შტაბში იყვნენ ჩართული ერთი კონკრეტული კანდიდატის მხარდასაჭერად. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს კანდიდატი ამდენი თვე კამპანიურ რეჟიმში დარჩა და ებრძვის ლევან ხაბეიშვილს, „ნაციონალურ მოძრაობას“, იმის მაგივრად, რომ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ გააჩაღოს ბრძოლა“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ამასთან, პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ პარტიისგან განდგომის გადაწყვეტილება თავად ნიკა მელიამ მიიღო, როცა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავდასხმა დაიწყო.

„ეს არის ნიკანორ მელიას გადაწყვეტილება, რომელიც მან თავად მიიღო, როდესაც 8-9 თვის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ დაიწყო დიდი ნეგატიური კამპანია, მასზე თავდასხმით, შეტევით, იმაზე მეტად, ვიდრე ამას „ქოცი“ აკეთებდა. პრაქტიკულად, შეუმსუბუქა რუსულ რეჟიმს ძალისხმევა და საქმე, რადგან გამოჩნდნენ ოპოზიციაში მოთამაშეები, რომლებიც უფრო მაგრად ესხმიან თავს „ნაციონალურ მოძრაობას“, ვიდრე ამას რუსული რეჟიმი აკეთებს. ეს საქმე მათ ნიკანორ მელიამ შეუმსუბუქა, აქედან გამომდინარე, ის უკვე დიდი ხანია, პარტიიდან განდგომილია. თავის ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაშიც დაადასტურა, რომ არ არის ამ პარტიაში. ჩვენ პირიქით, როდესაც მანიფესტი გამოვაქვეყნეთ, მას შესაძლებლობა მივეცით, რომ 8-9 თვე ჩვენთან არყოფნის შემდგომ მობრუნებულიყო. მანიფესტში ჩამოყალიბებული იყო ყველა ის პრინციპი, ფასეულობა, დასახული იყო მიზნები, როგორ ვებრძვით და როგორ ვაგრძელებთ პოლიტიკურ ცხოვრებას, როგორ ვუპირისპირდებით რუსულ რეჟიმს. ეს იყო მისთვის შანსი და შესაძლებლობა, რომ დაბრუნებულიყო, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეს შესაძლებლობაც არ გამოიყენა და არ უერთდება ამ გუნდს. აქედან გამომდინარე, ეს არის მისი გადაწყვეტილება. მან თავისი თავი დაიყენა პარტიის მიღმა თავისი მოქმედებებით, თავისი განცხადებებით და საჯაროდ ერთ-ერთ ეთერში აღიარებით, რომ არ არის ამ პარტიის წევრი“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე რაიონის საკრებულოებში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებმა განცხადებები გაავრცელეს, სადაც პარტიის თავმჯდომარეობიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითოხვენ.

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი