დღის კალენდარი 26 აპრილისთვის
25.04.2012 23:57
წლის 117-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 249 დღე.
საეკლესიო კალენდარი
აღდგომიდან მე-2 შვიდეული. ხუთშაბათი
წმ. დიმიტრისა (ყიფიანი), სამშობლოსათვის წამებულისა; მღვდელმოწამისა არტემონისა, ლაოდიკიელი ხუცისა (303); მოწამისა კრისკენტი ლიკიელისა (დაახ. 740); მოწამისა თომაიდა ეგვიპტელისა (476).
დაიბადნენ:
121 – მარკუს ავრელიუს ანტონიუსი (161-180), რომის იმპერატორი, ფილოსოფოსი. გარდაიცვალა 180 წელს.
1660 – დანიელ დეფო, ინგლისელი მწერალი. გარდაიცვალა 1731 წელს.
1711 – დევიდ იუმი, შოტლანდიელი ფილოსოფოსი, ისტორიკოსი. გარდაიცვალა 1776 წელს.
1798 – ეჟენ დელაკრუა, ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი. გარდაიცვალა 1863 წელს.
1814 _ დიმიტრი ყიფიანი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი. გარდაიცვალა 1887 წელს.
1887 – გიორგი ბაქრაძე, ცნობილი ქართველი ბიბლიოფილი, საქართველოში ბიბლიოთეკების ერთ-ერთი დამაარსებელი. გარდაიცვალა 1960 წელს.
1907 – სერგო გუნია, ქართველი ინჟინერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. გარდაიცვალა 1977 წელს.
1932 – მაიკლ სმიტი, კანადელი ბიოქიმიკოსი. 1993 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი.
გარდაიცვალნენ:
1528 – ალბრეჰტ დიურერი, გერმანელი მხატვარი, გრაფიკოსი, მექანიკოსი და არქიტექტორი.
1731 – დანიელ დეფო, ცნობილი ინგლისელი მწერალი. მისი ნაწარმოები „რობინზონ კრუზო“ ქართულად პირველად თარგმნა 1886 წელს მ. ჯაჯანაშვილმა.
1856 – პეტრე ჩაადაევი, რუსი მოაზროვნე, პოეტი, ა. პუშკინის მეგობარი.
მოვლენები:
1792 – ამ ღამეს ყოფილმა ინჟინერმა რუჟე დე ლილმა დაწერა „რეინის არმიის საბრძოლო სიმღერა“, რომელსაც ხალხმა „მარსელიოზა“ დაარქვა. 1887 წლიდან „მარსელიოზა“ საფრანგეთის ეროვნული ჰიმნია.
1828 – რუსეთმა ომი გამოუცხადა თურქეთს.
1923 – იორკის ჰერცოგი და ელიზაბეტ ბაუეს-ლაიონი შემდგომში მეფე გეორგ VI და დედოფალი ელიზაბეტი ვენსტმინსტერის სააბატოში დაქორწინდნენ.
1986 – მოხდა XX საუკუნის ყველაზე საშინელი ტრაგედია — აფეთქდა ჩერნობილის მეოთხე ენერგობლოკი.
ღირსსახსოვარი დღეები:
რუსეთი _ რადიაციული ავარიისა და კატასტროფის დროს დაღუპულთა დღე, რომელიც ჩერნობილის კატასტროფის 7 წლის თავზე, 1993 წელს დაწესდა.
ბელორუსი _ ჩერნობილის ტრაგედიის დღე.
უკრაინა _ ჩერნობილის ტრაგედიის დღე.
აშშ _ მდივნების დღე.




















