უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
დღის კალენდარი
დღის კალენდარი 29 აგვისტოსთვის 28.08.2012 23:59

წლის 242-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 124 დღე.

საეკლესიო კალენდარი

სულთმოფენობიდან მე-13 შვიდეული. ოთხშაბათი

შემდგომი დღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინებისა. წამოყვანება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტეს ხელუქმნელისა ხატისა (წმიდისა მანდილისა) ედესით კონსტანტინოპოლს (944); მოწამისა ქრისტეფორე გურულისა (XVI); წმიდა მებკამბრესი; მოწამისა დიომიდე მკურნალისა (298); 33-თა პალესტინელ მოწამეთა; ღირსისა ქერიმონ მეგვიპტელისა (IV). ანჩისხატობა, მამაანტიონობა მარტყოფში.

დაიბადნენ:

1862 – მორის მეტერლინკი, ბელგიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1949 წელს.

1903 – ლადო გრიგოლია, გრაფიკოსი და მოქანდაკე. გარდაიცვალა 1977 წელს.

1928 _ გიორგი თოთიბაძე, საქართველოს სახალხო მხატვარი.

1949 – რიჩარდ გირი, ამერიკელი მსახიობი.

1958 – მაიკლ ჯექსონი, ამერიკელი მომღერალი. Gგარდაიცვალა 2009 წელს.

გარდაიცვალნენ:

1780 – ჟაკ სუფლო, ფრანგი არქიტექტორი.

1799 – პიუს VI, რომის პაპი.

1893 – ალექსანდრ აპუხტინი, რუსი პოეტი.

1982 – ინგრიდ ბერგმანი, შვედი მსახიობი ქალი.

1987 – ლი მარვინი, ამერიკელი კინომსახიობი.

მოვლენები:

1831 – მაიკლ ფარადეიმ ლონდონის სამეფო ინსტიტუტში წარმატებით გამოსცადა ელექტრო-ტრანსფორმატორი.

1842 – ქალაქ ნანკინში დადებული შეთანხმების შემდეგ დამთავრდა ე.წ. „ოპიუმის ომი“ დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის.

1904 – გაიხსნა III ოლიმპიური თამაშები.

1929 – დირიჟაბლით „გრაფი ცეპელინი“ განხორციელდა პირველი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო.

1936 – დიდ ბრიტანეთში პირველად გადაიცა პირდაპირი ტელერეპორტაჟი ფეხბურთში – „არსენალი“ – „ევერტონი“.

1954 – სან-ფრანცისკოში გაიხსნა საერთაშორისო აეროპორტი.

1995 – თბილისში, პარლამენტის შენობასთან პრეზიდენტ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის დროს თერთმეტი ადამიანი დაშავდა.

ღირსსახსოვარი დღეები:

ავღანეთი — დამოუკიდებლობის დღე
სლოვაკეთი — აჯანყების დღე