დღის კალენდარი 30 სექტემბერი

წლის 274-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 92 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მოწამეთა: პისტისა, ელპიდისა, აღაპისა და დედისა მათისა სოფიოსი (დაახლ. 137); მოწამეთა თეოდოტიასი (დაახლ. 230) და აღათოკლიასი. 156-თა მოწამეთა: პელისი და ნილოსისა, მეგვიპტელ ეპისკოპოსთა, ზენონ ხუცისა, პატერმუთისი, ელიასი და სხვათა (დაახლ. 310).

დაიბადნენ:

1707 – პიეტრო როტარი, იტალიელი მხატვარი, როკოკოს სტილის ოსტატი.

1882 – ჰანს ჰეიგერი, გერმანელი ფიზიკოსი.

1891 – ოტო შმიდტი, რუსეთელი მეცნიერი, ჩრდილოეთის საზღვაო გზის ათვისების ერთ-ერთი ორგანიზატორი.

1922 – ანატოლი პაპანოვი, რუსი მსახიობი.

1927 – თენგიზ ამირეჯიბი, პიანისტი, პროფესორი.

1930 _ ზურაბ კუხიანიძე, პოეტი. გარდაიცვალა 2003 წელს.

გარდაიცვალნენ:

1435 – იზაბელა ბავარიელი, საფრანგეთის დედოფალი.

1955 – მიხაილ ჩეხოვი, მსახიობი, მწერალ ანტონ ჩეხოვის ძმისწული.

1985 – ჩარლზ რიხტერი, ამერიკელი სეისმოლოგი, მიწისძვრის სიმძლავრის შეფასების შკალის ავტორი.

1985 – სიმონა სინიორე, ფრანგი კინომსახიობი.

1999 – დმიტრი ლიხაჩოვი, რუსი ლიტერატურათმცოდნე, აკადემიკოსი.

მოვლენები:

1630 წელი – განაჩენი გამოუტანეს პირველ ამერიკელ დამნაშავეს — იგი
მკვლელობისათვის ჩამოახრჩვეს.

1783 წელი – დაარსდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემია.

1791 წელი – ვენაში გაიმართა მოცარტის ოპერის „ჯადოსნური ფლეიტის“ პრემიერა.

1928 წელი – ბრიტანელმა მეცნიერმა ალექსანდრ ფლემინგმა აღმოაჩინა პენიცილინი.

1946 წელი – ნიურნბერგში (გერმანია) საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა დაიწყო გერმანელი ნაცისტებისთვის გამოტანილი განაჩენის გამოქვეყნება.

1967 წელი – კოსმოსში პირველად მოხდა საბჭოთა ხომალდების ავტომატური შეპირაპირება.

1980 წელი – საბჭოთა კავშირმა განახორციელა ბირთვული აფეთქებები სემიპალატინსკში.

1982 წელი – მევიოლინე ვლადიმირ სპივაკოვმა შექმნა ანსამბლი „მოსკოველი ვირტუოზები“.

1993 წელი – ინდოეთში 6.4 ბალის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 28.000 ადამიანი დაიღუპა.

ღირსსახსოვარი დღეები:

მარშალის კუნძულები _ ტრადიციების დღე