დღის კალენდარი 5 ივლისისთვის
04.07.2012 23:59
წლის 177-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 189 დღე.
საეკლესიო კალენდარი
სულთმოფენობიდან მე-5 შვიდეული. ხუთშაბათი
მოწამეთა: ზენონისა და ზინასი (304); მღვდელმოწამისა ევსევი სამოსატელი ეპისკოპოსისა (380); მოწამეთა: სატურნინესი, პომპიანესი, გალაქტიონისა და ივლიანესი.
მღვდელმოწამე ევსევი, სამოსატელი ეპისკოპოსი მტკიცედ იდგა მართლმადიდებლობის წესების დასაცავად, რომელიც 325 წელს ნიკეას პირველ მსოფლიო კრებაზე მიიღეს.
იულიანე განდგომილის დროს ქრისტიანთა დევნისას მღვდელმთავარი ევსევი იძულებული გახდა თავისი წოდება დაემალა. მან მეომრის ტანსაცმელი ჩაიცვა, მოიარა სირია, ფინიკია და პალესტინა და ქრისტიანთა შორის მართლმადიდებლურ რწმენას განამტკიცებდა. იგი უქადაგებდა ხალხს, რომ მტკიცედ მდგარიყვნენ მართლმადიდებლობაზე.
375 წელს ტახტზე იმპერატორი გრაციანე ავიდა, რომელმაც დააბრუნა ყველა მღვდელმთავარი. წმიდა ევსევმა კვლავ სამოსატის კათედრაზე განაგრძო მოღვაწეობა. წმიდა მელეტისთან ერთად მან აღადგინა მართლმადიდებელი სამღვდელოება.
წმიდა მოწამენი ზენონი და ზინა ქალაქ ფილადელფიის მკვიდრნი იყვნენ. წმიდა ზენონს დიდი სიმდიდრე ჰქონდა, მან ყველაფერი ქვრივ-ობლებს დაურიგა და მონებიც გაათავისუფლა. როდესაც მმართველს კერპთაყვანისმცემლობაზე უარი უთხრა, იგი თავის ერთგულ მოსამსახურე ზინასთან ერთად შეიპყრეს და აწამეს.
წმიდა მოწამენი გალაქტიონ და იულიანე ქრისტიანული სარწმუნოების აღმსარებლობისათვის ევნენ.
დაიბადნენ:
1846 _ ნიკალაი მიკლუხო-მაკლაი, რუსი მეცნიერი, მოგზაური და საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1888 წელს.
1847 _ გიორგი იოსელიანი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1919 წელს.
1889 _ ჟაკ კოკტო, ფრანგი მწერალი-ავანგარდისტი, კინორეჟისორი, მსახიობი და მხატვარი. გარდაიცვალა 1963 წელს.
1911 _ ჟორჟ პომპიდუ, საფრანგეთის პრეზიდენტი. გარდაიცვალა 1974 წელს.
1930 _ ნილ არმსტრონგი, ასტრონავტი, პირველი ადამიანი, რომელმაც მთვარეზე დადგა ფეხი.
1936 _ გრივერ ფარულავა, ფილოლოგი, პროფესორი.
1940 _ ნაზი შამანაური, ცნობილი ჟურნალისტი, 1983 წელს საბჭოთა რეპრესიული სისტემის მსხვერპლი გახდა.
გარდაიცვალნენ:
1911 _ ჯორჯ ჯონსტონ სტონი, ირლანდიელი ფიზიკოსი და მათემატიკოსი.
1969 _ ვალტერ გროპიუსი, გერმანელი არქიტექტორი.
მოვლენები:
1811 წელი _ ვენესუელამ, რომელიც ესპანეთის კოლონია იყო, დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
1975 წელი _ ამერიკელი არტურ ეში პირველი შავკანიანი ჩოგბურთელი იყო, რომელმაც უიმბლდონის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა.
1986 წელი _ მოსკოვში ტედ ტერნერის ინიციატივით გაიხსნა კეთილი ნების თამაშები.
ღირსსახსოვარი დღეები:
სომხეთი — კონსტიტუციის დღე.
ვენესუელა — დამოუკიდებლობის დღე,
ალჟირი — დამოუკიდებლობის დღე.
ჩეხეთი, სლოვენია _ სლავთა განმანათლებლების კირილესა და მეთოდეს დღე.
არგენტინა _ ბავშვთა დღე.


















