უკან

მოზაიკა

13 აპრილი, 2022 13:46
font-size

ფართოდ გავრცელებული ორთოპედიული ტრავმები

ძვლოვანი ჩონჩხი სხეულის საყრდენია და მისი ფორმის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. სხეულის ამ უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეიძლება საფრთხე დაემუქროს გარკვეული მიზეზით გამოწვეული ტრავმების გამო. ყველაზე ფართოდ გავრცელებული ორთოპედიული ტრავმებია სხეულის სხვადასხვა ნაწილის მოტეხილობა, ღრძობა ან დაჭიმვა:

-ხელის ტრავმა - შეიძლება უკავშირდებოდეს მხრის ან მაჯის ამოვარდნას, მსუბუქი ტრავმის დროს მყესის დაჭიმვას, ნაღრძობ სახსარს და სხვა. მსგავსი დაზიანების შემთხვევაში, რეკომენდირებულია გარკვეული პერიოდით კიდურის დაფიქსირება;

-ფეხის ღრძობა - სახსრის იოგოვანი აპარატის დაჭიმვას, ან ნაწილობრივ გაგლეჯას გულისხმობს. მსგავსი ორთოპედიული ტრავმა ხშირია სპორტსმენებში, სირბილისა და სწრაფი მოძრაობისას. ნაღრძობი ფეხის მკურნალობა თაბაშირის დადებით ან ფიქსატორის გამოყენებით შეიძლება.

თითის მოტეხილობის დროს ეფექტურია თითის ფიქსატორის ტარება, რაც გამოიყენება ნერვული ქსოვილის დაზიანების, ამოვარდნის და სხვა ტიპის ტრავმის დროს.

რა შეიძლება გამოიწვიოს ორთოპედიულმა ტრავმამ?

ორთოპედიული ტრავმა ხშირად შეშუპების, ანთების განვითარების და ტკივილის გამომწვევი მიზეზი ხდება. თუ პაციენტი, პროფესიონალი ორთოპედის მეთვალყურეობით დროულ მკურნალობას არ დაიწყებს, შესაძლოა მოტეხილობის დროს მოხდეს ძვლის არასწორი შეხორცება და სხვა თანმდევი გართულებები. რენტგენოლოგიური გამოკვლევა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, რათა დადასტურდეს დიაგნოზი და გაირკვეს მოტეხილობის ტიპი. ტრავმის დროს ხშირია შემდეგი სიმპტომები:

-ხრაშუნი/ტკაცუნი (კრეპიტაცია);

-ტკივილი შეხების გადაადგილების, ზეწოლის დროს;

-დაზიანებულ ადგილას წარმოქმნილი ჰემატომა, ან სირბილე;

-დაზიანებული ნაწილის დეფორმაცია;

როდის უნდა მიმართო ექიმს?

თუ მიიღე ტრავმა სხეულის ნებისმიერ მიდამოში და გიგრძელდება ტკივილი, ან შეზღუდული გაქვს მოძრაობა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

REDMD-ი ციფრული სამედიცინო პლატფორმაა, რომლის საშუალებით პროფესიონალ ტრავმატოლოგთან ონლაინ კონსულტაცია, შენთვის მოსახერხებელ დროს შეგიძლია. აუდიო და ვიდეო კონსულტაციის საშუალებით დაზოგავ დროს, თავიდან აირიდებ კლინიკების რიგში დგომას და სწორ მკურნალობას დროულად დაიწყებ. საქართველოში და საზღვარგარეთ მოღვაწე ცნობილი ქართველი ტრავმატოლოგები შენს ნებისმიერ შეკითხვას გასცემენ პასუხს და მკურნალობის შესახებ სწორ რეკომენდაციებს მოგცემენ.

გადმოწერე აპი და მარტივად მიიღე ყველა სამედიცინო სერვისი ერთ სივრცეში.

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი