უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

30 ოქტომბერი, 2017 10:55
font-size

დგინდება, რომ პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერებზე დაფიქსირებული არ არის მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი - მთავარი პროკურატურა

მთავარი, პროკურატურის ინფორმაციით, შსს-დან ამოღებული ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერებზე დაფიქსირებული არ არის მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი.

როგორც ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურა საქმეზე აქტიურად განაგრძობს გამოძიებას, რომლის შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას ეცნობება.

,,მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, 25 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ საქართველოს პროკურატურა დამატებით განმარტავს, რომ 2017 წლის 27 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებული იქნა უშუალოდ ინციდენტის დროს, ადგილზე გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის სამხრე კამერებისა და საპატრულო ავტომანქანაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერები, ასევე დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია, სადაც აღმოჩნდა გარე პერიმეტრის მხოლოდ ერთადერთი ვიდეოკამერა, ამოღებული იქნა შესაბამისი ვიდეოჩანაწერი, თუმცა იგი არ ფარავს პ.პ-ს ადმინისტრაციულად დაკავების ადგილს.

შსს-დან ამოღებული ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერას დაფიქსირებული არ აქვს მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი, ჩანაწერში ასახულია მხოლოდ გარდაცვლილი პირის ადმინისტრაციულად დაკავების შემდგომი პერიოდი, რაზეც პროკურატურაში გამოკითხვისას პატრულ-ინსპექტორმა განმარტა, რომ ის, სამხრე კამერით უწყვეტად იწერდა კონფლიქტის მონაწილე პირებთან, გ.კ.-სთან და ნ.შ.-სთან გასაუბრებას, რის შემდგომაც სამხრე კამერა გამორთო და ჩართო მხოლოდ პ.პ.-ს ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და მისი შეუძლოდ გახდომის შემდგომ. მეორე პატრულ-ინსპექტორის განმარტებით, მისი სამსახურებრივი სამხრე კამერა შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს განმუხტული იყო და ინახებოდა დამუხტვის მიზნით ავტომანქანაში, ხსენებულ კამერაზე არ არის ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. რაც შეეხება ავტომანქანაზე დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერას, კამერაზე არ აღმოჩნდა ინციდენტის პერიოდის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ასევე იგი არ ფარავს იმ ტერიტორიას, სადაც განხორციელდა პ.პ. - ს დაკავება.

ამოღებულ სამხრე კამერებზე, ავტომანქანის კამერაზე და შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ გარე პერიმეტრის კამერებსა და ე.წ. „დივიარებზე“ ჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად, დაინიშნა შესაბამისი კომპიუტერული ექსპერტიზა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე გამოკითხულია მომხდარი ფაქტის თვითმხილველი 20-მდე მოწმე. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ყველა სხვა შესაძლო თვითმხილველის დადგენა, გამოკითხვის მიზნით. ასევე გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც ამ ეტაპზე დასრულებული არ არის.

საქართველოს პროკურატურა საქმეზე აქტიურად აგრძელებს გამოძიებას, რომლის შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას.

საკვანძო სიტყვები:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის 3 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 4 პირი

17 თებერვალი, 2019 , 11:03

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი პირი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და სა

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხოეთის მოქალაქეები დააკავა

17 თებერვალი, 2019 , 10:57

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ჰ.გ. და ყაზ

თბილისში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს

16 თებერვალი, 2019 , 14:20

თბილისში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „1989 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ბ.-ს, 1969 წელს

ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

16 თებერვალი, 2019 , 13:42

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შედეგად, ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი:

„ბერმელის“ სარჩელი ყოფილ თანამშრომლებთან ყალბი სესხებით 20,260 ლარის მითვისებაზე, არ დაკმაყოფილდა - „ახალგაზრდა ადვოკატები“

15 თებერვალი, 2019 , 22:54

დღეს, 15 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკისთვის მნიშვნელოვან დავაზე, შპს „მისო ბერმელის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რომელიც კ

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა

15 თებერვალი, 2019 , 13:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა და დეპარტამენტის მონიტორინგი უფრო მეტი ტიპის საქმეთა გამოძიებას შეეხება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგ