უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

11 ოქტომბერი, 2018 16:30
font-size

`დიახ, ბატონო არჩილ, ჩვენ ერთი წელია გვაწამებენ და ყოველ დღე გვკლავენ...“

ფონდ „იავნანას“ სამხატვრო ხელმძღვანელი, თეონა ჯორბენაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს ღია წერილით მიმართავს.

„მო­გე­სალ­მე­ბით ბა­ტო­ნო არ­ჩილ, მე გახ­ლა­ვართ თეო ჯორ­ბე­ნა­ძე, სცე­ნა­რის­ტი და პრო­დუ­სე­რი, „ArtistsUnion“-ის და ფონდ „იავ­ნა­ნას“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­მე­ლიც ამ ქვე­ყა­ნა­ში მრა­ვალ მნიშ­ვნე­ლო­ვან კულ­ტუ­რულ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს. თქვენ ალ­ბათ, ჩვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გუნ­დის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ნაკ­ლე­ბად გსმე­ნი­ათ, რად­გან Postv-ის ერ­თგულ მა­ყუ­რე­ბელს უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია აინ­ტე­რე­სებ­დეს ის, რა­საც ჩვენ ვემ­სა­ხუ­რე­ბით.

მო­გახ­სე­ნებთ, რომ ჩვენ­თვის სა­ა­მა­ყოა ფონდ „იავ­ნა­ნას“ ყო­ვე­ლი აქ­ცია, რო­მელ­საც 14 წლის მან­ძილ­ზე და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მით ვქმნი­დით. დიახ, ფონ­დი 14 წელი ვზარ­დეთ შვი­ლი­ვით და უკვე ერთი წე­ლია ვუ­ყუ­რებთ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის მიერ შექ­მნილ სი­კე­თის დღე­სას­წა­ულს, რო­გორ ვან­და­ლუ­რად არ­ბე­ვენ და აოხ­რე­ბენ. ჩემ­თვის ეს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბაა ბა­ტო­ნო არ­ჩილ, თუმ­ცა თქვენ ალ­ბათ, არ მო­გინ­დე­ბათ ამის მოს­მე­ნა, რად­გან ვფიქ­რობ, რომ ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბის „გაპ­რა­ვე­ბა“ გაქვთ და­ვა­ლე­ბუ­ლი.

-0:04

9 ოქ­ტომ­ბერს გა­და­ცე­მა „არ­ჩე­ვან­ში“ გა­მოს­ვლით თქვენ სა­ბო­ლო­ოდ და­ა­დას­ტუ­რეთ, მარ­თლაც რომ მწა­რე სი­მარ­თლე, Postv-ის და თქვენ ყვე­ლას, სა­ერ­თო გე­მოვ­ნე­ბა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი გაქვთ და სა­ერ­თო­დაც ერთი გუნ­დი ხართ. თქვენ პირ­და­პი­რი რეკ­ლა­მა გა­უ­კე­თეთ სა­ინ­ფორ­მა­ციო ძა­ლა­დო­ბა­ზე, სი­ძულ­ვი­ლის ენა­ზე, სიც­რუ­ე­ზე და­ფუძ­ნე­ბულ საბ­ჭო­თა პრო­პა­გან­დას. ეს არ არის ფილ­მი ბა­ტო­ნო არ­ჩილ, თუ ჩემი არ გჯე­რათ ბა­ტონ გოგი გვა­ხა­რი­ას ჰკი­თხეთ.

ეს ქვე­ყა­ნა­ში გა­ჩე­ნი­ლი დიდი უბე­დუ­რე­ბაა, ეს ადა­მი­ა­ნე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მან­ქა­ნა­აა, სა­დამ­სჯე­ლო რაზ­მია, რო­მე­ლიც “ცი­ხის უფ­რო­სის“ და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლებს.

ნა­ნა­ხი გექ­ნე­ბათ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი, სა­დაც „ცალ­ფე­ხა“ დაბ­მულ პა­ტიმ­რებ­ზე ძა­ლა­დობს. ეს ჩემ­თვის სა­ტე­ლე­ვი­ზიო „ცალ­ფე­ხე­ბის“ დაჯ­გუ­ფე­ბაა იდენ­ტუ­რი ფუნ­ქცი­ით.

აქვე შე­გა­ტყო­ბი­ნებთ, რომ თქვენს მიერ რეკ­ლა­მი­რე­ბულ „მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ“ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ფილმში მოყ­ვა­ნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბი დიდი მონ­დო­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, მათ პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის შვი­ლე­ბის­თვის “იავ­ნა­ნას“ თან­ხე­ბით შე­ძე­ნი­ლი ბი­ნე­ბი ვერ იპოვ­ნეს, ვერც პარ­ტი­ა­ში გა­და­რი­ცხუ­ლი მი­ლი­ო­ნე­ბი, ვერც ყუ­ლა­ბე­ბი­დან მო­პა­რუ­ლი ხურ­დე­ბი, ვერც ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბი­დან მით­ვი­სე­ბუ­ლი ლა­რე­ბი. უკა­ნას­კნელ იმე­დად ავი­ა­ბი­ლე­თე­ბი დარ­ჩათ, ორი­ო­დე დღის წინ, პრო­კუ­რორ­მა ბრძა­ნა ბურ­ჭუ­ლა­ძემ ვერც ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ვერ წარ­მო­ად­გი­ნა იმის დას­ტუ­რად, რომ მისი „იავ­ნა­ნას“ კონ­ცერ­ტებ­ზე ჩა­მოს­ვლა სა­ჭი­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენ­დაო. ნუ აქ უკვე ძნე­ლია იდა­ვო და ახ­სნა, მაგ­რამ მა­ინც შე­ვეც­დე­ბი:

გან­მარ­ტე­ბა#1 -იმის­თვის, რომ არ­ტის­ტი უცხო­ე­თი­დან მოხ­ვდეს სა­ქარ­თვე­ლოს რო­მე­ლი­მე სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის სცე­ნა­ზე, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ უნდა შე­უ­ძი­ნოს ავია-ბი­ლე­თი, შემ­დეგ არ­ტის­ტი უნდა წა­ვი­დეს აე­რო­პორ­ტში და ჩაჯ­დეს თვითმფრი­ნავ­ში. ადა­მი­ა­ნე­ბი ერთი ქვეყ­ნი­დან მე­ო­რე­ში ძი­რი­თა­დად ამ გზით ხვდე­ბი­ან, მათ შო­რის სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლე­ბიც.

გან­მარ­ტე­ბა #2 ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჯერ­ჯე­რო­ბით სო­ლის­ტე­ბი სკა­ი­პით ან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის რო­მე­ლი­მე სხვა გზით ორ­კესტრთან ერ­თად ვერ მღე­რი­ან, ამი­ტომ მათ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ავი­ა­ბი­ლე­თის შე­ძე­ნა.

ბა­ტო­ნო არ­ჩილ, ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ სე­რი­ო­ზულ სა­და­ოს ვერც ავი­ა­ბი­ლე­თებ­ში აღ­მო­ა­ჩე­ნენ, არა­და „იავ­ნა­ნას“ საქ­მე­ზე 3 პრო­კუ­რო­რი და 5 გა­მომ­ძი­ე­ბე­ლია მი­მაგ­რე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე დიდი მონ­დო­მე­ბით კი თურ­მე და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი სა­კონ­ცერ­ტო ჩა­ნა­წე­რებ­ში უძებ­ნი­ათ. ხომ იცით, თბი­ლი­სი რა პატ­რაა და ისიც კი მი­ამ­ბეს, რომ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გუნ­დის­თვის ზედ­მე­ტად კლა­სი­კუ­რი კონ­ცერ­ტე­ბის გამო, ერთი ორ­ჯერ შე­უ­კურ­თხე­ბი­ათ კი­დეც. მაგ­რამ ჩვენ არ გვე­წყი­ნა, რად­გან ხან­გრძლი­ვი ტელე-მა­რა­თო­ნე­ბის ყუ­რე­ბა, თუ გუ­ლით არ ერ­თვე­ბი და ოპე­რა არ გიყ­ვარს, ად­ვი­ლი ამ­ბა­ვი არ გახ­ლავთ. თა­ვის მხრივ, არ­ტის­ტე­ბიც ში­შით ელოდ­ნენ პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­დიქტს, ხომ შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მეს უსუფ­თაო ბგე­რა წას­ცდა და აღარ გვახ­სოვს, მად­ლო­ბა ღმერ­თს, აქაც გა­დავ­რჩით.

ამ სა­მარ­ცხვი­ნო სი­სას­ტი­კე­ზე მარ­თლა და­სუ­რუ­ლებ­ლად შე­მიძ­ლია წერა, ფონდში მწა­რედ ხუბ­რო­ბენ უკვე, ამ­დენ ხანს ყვე­ლა რომ და­ვე­ჭი­რეთ სჯობ­და, ამი­ნის­ტია მა­ინც შეგ­ვე­ხე­ბო­დაო. დიახ, ბა­ტო­ნო არ­ჩილ, ჩვენ გვა­წა­მე­ბენ და ყო­ველ დღე გვკლა­ვენ, გა­თე­ლი­ლია ქვეყ­ნის იმი­ჯი უცხო­ე­ლი არ­ტის­ტე­ბის თვალ­ში, ქვე­ყა­ნა­ში აღა­რა­ვინ მარ­თავს საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტებს, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ფენა ვე­ღარ იღებს 630 000 ლა­რის დახ­მა­რე­ბას, რო­მელ­საც „იავ­ნა­ნა“ სა­შუ­ა­ლოდ ყო­ველ­წლი­უ­რად გას­ცემ­და.

თქვენ შე­გიძ­ლი­ათ მშვი­დად გა­ნაგ­რძოთ Postv-ის ყუ­რე­ბა, არ არის პრობ­ლე­მა, უბ­რა­ლოდ, მინ­და გირ­ჩი­ოთ „იავ­ნა­ნას“ შე­სა­ხებ იმ სე­რი­ა­საც შე­ავ­ლოთ თვა­ლი, სა­დაც ჩვენს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ 2018 წლის 3 მარ­ტის საქ­ველ­მოქ­მე­დო გალა-კონ­ცერტს ჰიტ­ლე­რის იუ­ბი­ლეს ადა­რე­ბენ. დიახ, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბამ­დე 8 თვით ადრე, ფა­შიზ­მის პირ­ველ მხარ­დამ­ჭე­რე­ბად ჩვენ გა­მოგ­ვა­ცხა­დეს. გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის და თქვე­ნი პარ­ტი­ის პიარ კონ­სულ­ტან­ტის ნაც­ვლიშ­ვი­ლის თქმით, „დამ­ნა­შა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ზე­იმ­ში“ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით, აქვე მინ­და წარ­მო­გიდ­გი­ნოთ კონ­ცერ­ტის მო­ნა­წი­ლე­თა სია: ნანი ბრეგ­ვა­ძე, ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი, თა­მარ ივე­რი, ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, გი­ორ­გი ონი­ა­ნი, გოჩა და­თუ­სა­ნი, ვა­ლე­რი­ან ში­უ­კაშ­ვი­ლი, ნინო ქა­თა­მა­ძე, ნატო მე­ტო­ნი­ძე, ეკა მა­მა­ლა­ძე, ზვი­ად ბოლ­ქვა­ძე, ან­სამ­ბლი "შვიდ­კა­ცა", ზაზა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი, გიგი გე­გე­ლაშ­ვი­ლი და ჯგუ­ფი "სი­ნათ­ლის წე­ლი­წა­დი", თეა დარ­ჩია და „თე­და­სი“, ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტი “სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი“. ვი­დეო-ჩარ­თვე­ბი - ქეთი მე­ლუა, ოთარ ჯორ­ჯი­კია, ნინო მა­ჩა­ი­ძე, გი­ორ­გი გაგ­ნი­ძე, მი­შელ კრა­ი­დე­რი, ევ­გე­ნი კი­სი­ნი, მარ­კო ბერ­ტი.

ბა­ტო­ნო არ­ჩილ, თქვენს მიერ ხში­რად გან­მე­ო­რე­ბუ­ლი „სის­ხლი­ა­ნი 9 წლის“ დროს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის­თვის ყვე­ლა­ზე მე­ტად ნატო მე­ტო­ნი­ძეს ერ­ჩოდ­ნენ, მი­ბა­რებ­დნენ და მთხოვ­დნენ ხოლ­მე ამო­მე­ღო კონ­ცერ­ტი­დან, ამის გამო, ზოგ­ჯერ ეთერ­საც ვკარ­გავ­დით, მაგ­რამ არც ერთხელ არ დავ­თმეთ. თქვე­ნი პარ­ტი­ის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში კი არც იმას გვე­უბ­ნე­ბი­ან რა და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა ამ ფონდმა ქარ­თვე­ლი ერის წი­ნა­შე და არც საქ­მეს ხუ­რა­ვენ. ჩვენ უკვე ერთი წე­ლია ყო­ველ დღე გვკლა­ვენ!!!

მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნით, იქ­ნებ ცოტა ხნით გვერ­დით გა­და­დოთ Postv-ით ტკბო­ბა და შე­ა­ჩე­როთ ეს სა­მარ­ცხი­ნო დევ­ნა!!! ან და­ა­სა­ბუ­თეთ, რომ „იავ­ნა­ნა­ში“ ვინ­მე რა­მეს ით­ვი­სებ­და, ან კე­თი­ლი ინე­ბეთ და ბო­დი­ში მო­ი­ხა­დეთ!!!

და ვინც არა­სამ­თავ­რო­ბო­ბე­ბის „იავ­ნა­ნას“ გვერ­დით და­ნახ­ვამ გა­ა­ღი­ზი­ა­ნა გა­და­ე­ცით, რომ ეს შეხ­ვედ­რე­ბი გრძელ­დე­ბა, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი­სა და კი­დევ უფრო გავ­ლე­ნი­ა­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით. და ბო­ლოს, 25 ოქ­ტომ­ბერს იქ­ნებ ჩვენს კონ­ცერ­ტზე მობ­რძან­დეთ, ხომ შე­იძ­ლე­ბა სტა­ტუ­სი­ა­ნი თაღ­ლი­თე­ბის მიერ დამ­ზა­დე­ბულ სე­რი­ალ­ზე მე­ტად და­გა­ინ­ტე­რე­სოთ.

P.S. ამ წე­რი­ლის შემ­დეგ იმე­დია, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის საყ­ვა­რელ არხზე ჩემს შე­სა­ხებ არ ვი­ხი­ლავთ სე­რი­ა­ლებს, თუმ­ცა არც ეგ არის პრობ­ლე­მა, უკვე ყო­ვე­ლი ახა­ლი სე­რია და მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი, მხო­ლოდ სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლის გა­შიშ­ვლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბია ევ­რო­პე­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის.“ - ნათქვამია პრო­დუ­სერ თეო ჯორ­ბე­ნა­ძის ღია წე­რი­ლში.

ცივილიზებული საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები - დავით ზალკალიანი

15 ნოემბერი, 2018 , 16:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში და ანგრიშთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადება შეაფასა. მინისტრის თქმით, ევროკავშირის განცხადება, ისევ

დარწმუნებული ვარ, 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია - მამუკა ბახტაძე

15 ნოემბერი, 2018 , 16:00

“ქართული ოცნება”, მისი პოლიტიკური გუნდი, მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და დარწმუნებული ვარ, 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს ღირსეულ არჩევანს, ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენ

გერმანია-საფრანგეთი-საქართველოს სამმხრივი ფორმატი მიუთითებს საქართველოს მნიშვნელოვან ადგილზე ევროპის წამყვანი სახელმწიფოების დღის წესრიგში - დავით ზალკალიანი

15 ნოემბერი, 2018 , 16:00

დავით ზალკალიანი მიესალმება საქართველო-გერმანია-საფრანგეთს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვას, რომელიც 14 ნოემბერს ქ. პარიზში შედგა და რა დროსაც მხარეებმა

მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ, რომ თავდაცვის სისტემაში სწორედ ჯანდაცვის კომპონენტი იყოს ყველაზე მაღალ ხარისხში წარმოდგენილი - მამუკა ბახტაძე

15 ნოემბერი, 2018 , 15:15

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო ობიექტი შეემატა ჩვენს სისტემას, ქუთაისში გაიხსნა სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც მოემსახურება ჩვენს სამხედროებს, აქ შეძლებენ მიიღონ სრული ამბულატორიული მომსახურება, – ამის შესახებ ს

პოლიტიკური სპეკულაციები ნამდვილად არ არის საჭირო - მამუკა ბახტაძე არჩევნების თარიღზე

15 ნოემბერი, 2018 , 13:20

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპეკულაციებს მიუღებლად აფასებს. ასე გამოეხმაურა ბახტაძე კრიტიკას იმის შესახებ, რომ არჩევნები სამუშაო დღეს, 28 ნოემბერს დაინიშნა. &bd

მამუკა ბახტაძემ განმარტა, რატომ არის გამოსახული საპრეზიდენტო კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერებზე ბიძინა ივანიშვილი

15 ნოემბერი, 2018 , 12:20

ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში და ამაში განსაკუთრებული არაფერია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რატომ არის გამოსახული საპრეზიდენტო კანდიდატ, სალ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`