უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

9 სექტემბერი, 2024 15:35
font-size

`დიასპორები იერუსალიმისკენ` - ისრაელის წარმოდგენა თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე

თბილისში ს. ახმეტელის თეატრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფესტივალში, ისრაელი, ესპანეთთან, გერმანიასთან, თურქეთთან, მაკედონიასთან და რუმინეთთან ერთად, პირველად მიიღებს მონაწილეობას როგორც კამერულ, ასევე სოლო სპექტაკლებში.

წარმოდგენაში, სახელწოდებით "დიასპორები იერუსალიმისკენ", რომლის რეჟისორია ირაკლი გოგია, მულტიდისციპლინური მხატვარი მეგი რომი მონაწილეობს სოლო შოუში "თმის "შპილკადაც" არ ღირხარ". მასში ის თამაშობს, უკრავს, მღერის და ხატავს. წარმოდგენას მუსიკალურად აფორმებს პიანისტი გიდი მეირი - გოლდა მეირის შვილიშვილი.

სპექტაკლი აერთიანებს პირად ისტორიას ებრაული ოჯახის ისტორიასთან, დაცემიდან აღდგომამდე, ისრაელიზაციამდე.

შოუს გახსნაზე, სპექტაკლის პარალელურად, გიდი მეირი და მეგი რომი ერთად უკრავენ ბრამსის ნაწარმოებს ოთხ ხელში, რომელიც გრძელდება გიდი მეირის სოლო პერფორმანსით ქართველ მომღერალთან კრისტი ჯაფარიძესთან ერთად. ქრისტი ჯაფარიძე აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ "ჰასბარას" ღონისძიებებში. ამჯერად ახმეტელის თეატრის სცენაზე ის იმღერებს ებრაულად, მსახიობებთან გიორგი გასვიანთან და ნინუცა ნაჩხატაშვილთან ერთად. ნინუცა ნაჩხარტაშვილი ანა ფრანკის როლის შემსრულებელია წარმოდგენაში, რომელიც ახმეტელის თეატრში ცოტა ხნის წინათ დაიდგა. ის 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ისრაელთან სოლიდარობის ნიშნად წარმოდგენილ არაერთი სპექტაკლის მონაწილეა.

კულტურული ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორია „ისრაელის სახლი“, AEPJ-ის წევრი, რომელიც 25 ქვეყანაში მუშაობს და ორიენტირებულია სახალხო დიპლომატიის გზით ისრაელთან ქვეყნების ურთიერთობების გაღრმავებასა და ისრაელზე ცნობიერების ამაღლებაზე მეგობარ ქვეყნებში. ახმეტელის თეატრთან ერთად „ისრაელის სახლის“ ორგანიზებული ღონისძიება „დიასპორები იერუსალიმისკენ“ ევროსაბჭოს ეგიდით მიმდინარე ებრაული მემკვიდრეობის კულტურის ევროპული დღეების შემადგენელი ნაწილია.

ქართველი ლეგენდები „მილანის’ ლეგენდებმა დაამარცხეს

23 სექტემბერი, 2024 , 08:02

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური საფეხბურთო კლუბის, „მილანის“ ლეგენდების მატჩი თბილისში სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ამხანაგურ შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. თამაშის ძირითადი დრო ფ

თბილისი რიგით 27-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს

23 მაისი, 2024 , 15:54

თბილისში რიგით 27-ე ჯაზფესტივალი მიმდინარეობს. ღონისძიებას შოთა რუსთაველის ეროვნული თეტრი წელს პირველად მასპინძლობს. ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „ისთერნ პრომოუშენსი“. ტრადიციულად კი მას თიბისი კონცეპტი

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა