დიასპორულ პარლამენტის წევრად არჩევა საზღვარგარეთ მცხოვრებ აფხაზებსაც შეეძლებათ
02.05.2012 15:53
საქართველოს დიასპორული პარლამენტის წევრად არჩევა საზღვარგარეთ მცხოვრებ აფხაზებსაც შეეძლებათ.
ეს განცხადება სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში პაპუნა (მირზა) დავითაიამ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც მან დეპუტატებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონოს ამოქმედებაზე იონფორმაცია გააცნო.
მისი თქმით, თუკი საზღვარგარეთ მცხოვრებ აფხაზებს ექნებათ სურვილი თანამემამულის სტატუსი მიიღონ, მათ შეეძლებათ აირჩიონ და ჰყავდეთ წარმომადგენელი დიასპორულ პარლამენტში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, შესაძლოა, დიასპორული პარლამენტი შეიქმნას. ის 45 დეპუტატით დაკომპლექტდება, რომელთაგან 30-ს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები დიასპორები პირდაპირი წესით აირჩევენ, 15-ს კი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ასევე დიასპორებიდან დანიშნავს უცხოეთში მცხოვრები ქართველი თანამემამულის სტატუსის მქონე პირთა მიერ აირჩევა, 15-ს კი თავად სამინისტრო დანიშნავს.
დავითაიას განმარტებით, ეს არის იდეა, რომელსაც მისი აპარატი პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივის სახით მალე წარუდგენს.




















