უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 აპრილი, 2018 11:50
font-size

დიდ დიღომში ახალი უნივერსალური მინი ქალაქი აშენდება

დიდ დიღომში ახალი უნივერსალური მინი ქალაქი აშენდება.

პროექტი, რომლის ფარგლებშიც 40 საცხოვრებელი კორპუსის, ასევე კომერციული და გასართობი ცენტრების მშენებლობა იგეგმება ,,ომეგა ჯგუფს“ ეკუთვნის.

ახალ ქალაქში 5000 ოჯახი იცხოვრებს, გარემო კი მაქსიმალურად იქნება მორგებული მათ საჭიროებებსა და ბიზნეს ინტერესებზე.

უნიკალური პროექტის ავტორი ბრიტანელი სპეციალისტია, რომელიც გასულ წელს გაერთიანებულ სამეფოში საუკეთესო ქალ არქიტექტორად დასახელდა. მშენებლობა 400 მილიონი ლარის ბრიტანულ-ქართული ინვესტიციით განხორციელდება. პროექტი ამ ეტაპზე მერიაშია გაგზავნილი. ინიციატორები მშენებლობის ნებართვას ელოდებიან.

"Omega home" ასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, როგორც პროექტის განხორციელების ეტაპზე, ასევე მისი ამოქმედების შემდეგ.

ტერიტორიის დაახლოებით 60% გამოყოფილი იქნება საცხოვრებელი კომპლექსისთვის, ხოლო 40% დაეთმობა კომერციულ ფართებს, რეკრეაციულ ზონას და გასართობ ცენტრებს. ჯამში 160 ათასი კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა საუბარი, რომელზეც გასართობი ცენტრების და სავაჭრო კომერციული ფართების გარდა 40 საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.

,,ომეგა ჯგუფის“ მენეჯერები რამდენიმე ძირითად უპირატესობას გამოყოფენ, რის გამოც პროექტი თბილისის მცხოვრებლებისთვის მიმზიდველი იქნება.

,,თბილისი მოგეხსენებათ, იმყოფება სეისმურად აქტიურ ზონაში, მაგრამ აქ მშენებლობისას ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტანდარტი და მოთხოვნა იქნება გათვალისწინებული და დაცული, რათა ამ ქალაქში აშენებული ყველა კორპუსი იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო.

მაღალ სართულზე მცხოვრები მოსახლეობისთვის კიდევ დამატებითი უპირატესობა იქნება ის, რომ მათ თვალწინ გაიშლება თბილისის საკმაოდ ლამაზი ხედები.

კორპუსების სახურავებზეც მოეწყობა გამწვანებული ზონები და ესთეტიური თვალსაზრისითაც იქნება უფრო კარგი.

ეს მინი ქალაქი იქნება თბილისის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ადგილას“, - აცხადებს ,,ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი, ლევან აღდგომელაშვილი.

პროექტი, რომელიც ჯერ თბილისში არ უნახავთ, უკვე მოწონებულია ლონდონში. დიდ ბრიტანეთში კარგად იცნობენ არქიტექტორსაც, რომელმაც ,,ომეგა ჯგუფის“ დაკვეთით ,,მინი ქალაქი“ დააპროექტა.

სიმონ დეგალი გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარე წელს საუკეთესო ქალ არქიტექტორად დასახელდა. ბრიტანული არქიტექტურის სამეფო ინსტიტუტი - ეს იყო სივრცე, სადაც დიდ დიღომში ასაშანებელი ,,მინი ქალაქის“ პრეზენტაცია გაიმართა.

სფეროს ყველაზე პრესქტიჟულ ღონისძიებაზე სულ სამი პროექტი წარადგინეს. ამ სამიდან ერთი მომხსენებელი კი სიმონ დეგალი იყო.

,,ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ამ პროექტის ისეთი კონცეფცია, რომელიც შერეული ტიპის დეველოპმენტის ფარგლებში, მაქსიმალურად უზრუნველყოფდა საცხოვრებელ პირობებს. იდეის განვითარების მიზნით, ჩვენ ჩავედით საქართველოში, მოვინახულეთ მუზეუმები და თბილისის არქიტექტურა. შემდეგ შევისწავლე მსოფლიოში არსებული მსგავსი პროექტების მაგალითები, როგორც არის ნიუ-იორკში, სან-ფრანცისკოსა და ბარსელონაში. საბოლოოდ, შევჯერდით ისეთ კონცეფციაზე, სადაც იქნება სახასიათო და უნიკალური სტილი.

ჩვენი კლიენტი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ,,ომეგა ჯგუფის“ საწარმოების დათვალიერებამ, სადაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ წესრიგს, სისუფთავეს, განლაგებას. სწორედ ამიტომ, მინდოდ, შემექმნა იმ კომპანიისთვის შესაფერისი სტილის და სტანდარტების პროექტი“, - განაცხადა სიმონ დეგალმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ბრიტანეთის არქიტექტურის სამეფო ინსტიტუტში გამართულ ღონისძიებაზე საპატიო სტუმრებს შორის იყო ,,ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი. მან თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ დაგეგმილი პროექტი ქართულ და ბრიტანულ მხარეებს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი საუკეთესო მაგალითია.

,,მადლობელი ვარ აქ მოწვევისთვის. მრავლისმომცემი ღონისძიება იყო და ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაც მივიღე. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ყველა პროფესიონალისთვის, როგორც ბიზნესმენისთვის, ასევე საჯარო სექსტორის წარმომადგენლებისთვის.

მე ვამაყობ, რომ ,,ომეგ ა ჯგუფთან“ თანამშრომლობს საკმაოდ ცნობილი ბრიტანელი არქიტექტორი. მან არაჩვეულებრივი პროექტი შემოგვთავაზა, გათვლილი ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს დედაქალაქზე. თავის მხრივ, ეს არის თანამშრომლობა ბრიტანულ და ქართულ მხარეებს შორის და ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ ეს მდგრადობა საუკეთესო შედეგების მისაღწევად. ჩვენს გუნდში დარწმუნებულები ვართ, რომ საუკეთესო შედეგებს დავდებთ. რეალურად ეს არის შესანიშნავი და მასშტაბური პროექტი, რომელიც 3000 სახლს მოიცავს და ათასობით დასაქმების ადგილს შექმნის“, - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

თბილისში დაგეგმილი უნიკალური პროექტის მშენებლობას მაღალ შეფასებას აძლევს ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში დონალდ მაკლარენი.

,,როდესაც მე ვიყავი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მაშინ დიდი დიღომი არ იყო პოპულარული ადგილი, ახლა კი, ის ვითარდება. ვფიქრობ, სიმონ დეგალმა ნათლად წარმოაჩინა, თუ როგორ შეიძლება მასშტაბური პროექტის ხორცშესხმა და ეს არ ნიშნავს მხოლოდ აგურების ერთმანეთზე დადებას. მისი მთავარი ფოკუსი არის ხალხზე. მისი იდეა მთლიანად ადამიანის მოთხოვნებზეა გათვლილი. მან გააერთიანა საცხოვრებელი სივრცე ბიზნესთან, გაითვალისწინა ის, თუ როგორ იცხოვრებს იქ ხალხი, როგორ გაზრდიან ბავშვებს და რით იქნებიან ოჯახები უზრუნველყოფილნი. ეს პროექტი იმდენად ამომწურავია, რომ აღფრთოვანებული ვარ“, - განაცხადა დონალ მაკლარენმა.

ახალი ქალაქი, რომელიც დიდ დიღომში აშენდება, ყველა კატეგორიის მომხმარებლის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ,,ომეგა ჯგუფი“ მათ შესთავაზებს განსხვავებული მოცულობის და ფასის საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს. ადგილზე ,,ომეგა ჯგუფმა“ უკვე განახორციელა 30 მილიონი ლარის ინვესტიცია. სამომავლოდ დაგეგმილი ინვესტიციის ღირებულება 400 მილიონი ლარია.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი