უახლესი ამბები
- 18.02.2019 17:56იუსტიციის საბჭოს სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს (ვიდეო)
- 18.02.2019 17:50ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
- 18.02.2019 17:50ჩვენ შევეჭიდეთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას - განათლების სისტემის კომპლექსურ რეფორმირებას და არა ფრაგმენტულ ცვლილებებს - მიხეილ ბატიაშვილი
- 18.02.2019 17:40ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებულ ვადებში განიხილავს
- 18.02.2019 17:40გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარა
- 18.02.2019 16:46ძლიერი ქარის შედეგად ისანში მოგლეჯილმა ხემ 4 მანქანა დააზიანა (ვიდეო)
- 18.02.2019 16:39საპარლმენტო უმცირესობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს
- 18.02.2019 16:30პრემიერ-მინისტრი საქართველოს მიერ გერმანიისთვის დაბრუნებული მე-17 საუკუნის ფერწერული ტილოს დრეზდენის გალერეაში განთავსების ცერემონიას დაესწრო
- 18.02.2019 16:30“იძულებით გადაადგილებული პირები დღესაც იძულებით გადაადგილებაში არ უნდა იყვნენ“ - დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს
- 18.02.2019 16:14კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
არქივი
მსოფლიო


დიდად არ ვისურვებდი მიხეილ სააკაშვილის გაშვებას ქართულ ციხეში - იური ლუცენკო
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა, რომელიც სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციას ეხებოდა.
ლუცენკოს თქმით, თუკი სააპელაციო სასამართლო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უარს ეტყვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებაზე, სააკაშვილს სამი ვარიანტი რჩება.
„თუკი სასამართლო აღიარებს, რომ მას უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების უფლება არ აქვს, მისთვის რამდენიმე შესაძლებლობა გამოჩნდება. პირველი, ნებაყოფლობითი დაბრუნება მის მიერ არჩეულ ნებისმიერ ქვეყანაში, მაგალითად, ნიდერლანდებში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს... ნიდერლანდებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მიიღონ სააკაშვილი ოჯახის გაერთიანების (Family Union) პროცედურის მიხედვით. მეორე ვარიანტი - ნებაყოფლობითი ან იძულებითი დეპორტაცია მის მიერ არჩეულ ერთ-ერთ ქვეყანაში, ან ქვეყანაში, რომლიდანაც მან უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის საზღვარი, ანუ პოლონეთში. ასევე არის ექსტრადიცია საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით“, - უთხრა ლუცენკომ უკრაინულ ТСН.uа-ს.
ლუცენკომ დააზუსტა, რომ სააკაშვილის საქართველოში დეპორტირებისთვის საჭირო გახდება კიდევ რამდენიმე სასამართლო პროცედურა.
„ამისთვის [საქართველოში დეპორტირებისთვის] საჭიროა კიდევ რამდენიმე გრძელი სასამართლო პროცედურის გავლა. თუმცა ჩვენ ამ გზით მივდივართ, რადგან უკრაინამ ხელი მოაწერა შესაბამის საერთაშორისო ვალდებულებას, მათ შორის საქართველოს წინაშეც. კარგი, ასე ვიტყვი. ჩემთვის ყველაზე რთული იქნებოდა ბოლო გადაწყვეტილება, რადგან სააკაშვილის ექსტრადიცია საქართველოში მის 100%-იან დაპატიმრებას ნიშნავს“, -თქვა ლუცენკომ ინტერვიუში.
მან ასევე დაამატა, რომ სააკაშვილს არ გაუშვებდა ქართულ ციხეში.
„სიმართლე გითხრათ, დიდად არ ვისურვებდი მის გაშვებას ქართულ ციხეში“, - თქვა უკრაინის გენპროკურორმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

საქართველოდან ისრაელში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 70 პროცენტით შემცირდა
18 თებერვალი, 2019 , 16:00

დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
16 თებერვალი, 2019 , 12:35

იაპონიაში, „საკურას“ კონკურსზე 24-მა ქართულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდოები მიიღო
14 თებერვალი, 2019 , 11:35

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
13 თებერვალი, 2019 , 15:40
ალკოჰოლური ინტოქსიკაცით 39 ადამიანი დაიღუპა
9 თებერვალი, 2019 , 17:13

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ბენეფიციარი ნინო ზამბახიძე დონალდ ტრამპმა ახალი ინიციატივის პრეზენტაციაზე მიიწვია
8 თებერვალი, 2019 , 14:45