უკან
საზოგადოება
20 მაისი, 2017 17:40
დიდგორის ველზე დიდგორობის დღესასწაული აღინიშნა
საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სოფელ დიდგორში დიდგორობის ტრადიციული ღონისძიება ჩატარდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდგორის ველზე ქართული სტილით ჭიდაობაში შეჯიბრი და დოღი გაიმართა. ჭიდაობისა და დოღის ტურნირის გამარჯვებულები საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ სიგელებითა და თასებით დააჯილდოვა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ საზეიმო კონცერტიც გაიმართა.