უკან
უახლესი ამბები
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
პოლიტიკა
6 ივნისი, 2020 16:25
დიდი ალბათობით მაჟორიტარი ვიქნები – გიგა ბოკერია
გარკვეული გეგმები უკვე გვაქვს, მაგრამ აქ შეიძლება კორექტივები შევიდეს შეთანხმებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს.
„წინა შედეგებიდან გამომდინარე, ხონში გვაქვს ძლიერი შედეგები, ასევე თერჯოლაში. ვაკეთებთ საარჩევნო რუკას, სადაც ეს ყველაფერი ჩანს.
გარკვეული გეგმები უკვე გვაქვს, მაგრამ აქ შეიძლება კორექტივები შევიდეს შეთანხმებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია დროს არ გავუსწრებ.
თუმცა გპირდებით, რომ შემდეგ პარლამენტში ძლიერად ვიქნებით წარმოდგენილები. გეტყვით იმასაც, რომ დიდი ალბათობით მაჟორიტარი ვიქნები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.