უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

10 სექტემბერი, 2020 11:50
font-size

დიდი ბრიტანეთი საქართველოს ოკუპაციის დასრულებაში დაეხმარება - ვენდი მორტონი

ვენდი მორტონმა "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე საქართველოსთვის 2 მილიონი ფუნტი სტერლინგის გამოყოფის შესახებ დაწერა. დიდი ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, ეს თანხა რუსეთის მხრიდან წლების განმავლობაში მომდინარე კონფლიქტის დასრულებას მოხმარდება.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია მიუღებელია" , - წერს ვენდი მორტონი.

ბრიტანელ მინისტრს "ტვიტერზე" გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი . მან მადლობა გადაუხადა ვენდი მორტონს რუსული ოკუპაციის დაგმობისთვის.

„უაღრესად ვაფასებ გაერთიანებული სამეფოს პოზიციას: მისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია" - წერს ზალკალიანი.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მორიგი გადაწყვეტილება მიიღო

22 ოქტომბერი, 2020 , 11:10

2020 წლის 21 ოქტომბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგის საკითხის – „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მიღებულ იქნა მორიგი, მეშვიდე გადაწყვეტილება, – ამის

2020-21 წლებისთვის გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების განათლების დაფინანსება გაგრძელდება

17 ოქტომბერი, 2020 , 11:05

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამყოფი ხაზის მიმდებარედ სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის 21-ე სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქ

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას: ხელი შეუწყვეთ ოკუპირებული აფხაზეთიდან ირაკლი ბებუას გადმოყვანას

12 ოქტომბერი, 2020 , 14:10

საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები მთავრობასა და მის რელევანტურ უწყებებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს თხოვნით მიმართავს და მოუწოდებს, მანდატის ფარგლებში მიიღონ ყველა სათანადო ზ

ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა ჩვენთვის მიუღებელია - გიორგი გახარია

7 ოქტომბერი, 2020 , 16:20

ჟენევის ფორმატი ჩვენთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რამეთუ ის არის ერთადერთი ქმედითი ფორმატი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ნაბი

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას საქართვლოს მოქალაქე“ - აქცია ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად

7 ოქტომბერი, 2020 , 12:35

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოითხოვონ გალში დაკავებული საქართვლოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას, გათავისუფლება - მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. "შეცვალეს" წევრების თქმით, ბებუას

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნით სირია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს - საგარეო საქმეთა სამინისტრო

6 ოქტომბერი, 2020 , 16:00

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნას გამოეხმაურა. საგარეო უწყების შეფასებით ეს წარმოადგენს იმ სრულიად უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელებას, რომელიც ასადის რეჟიმმა რუსეთ