უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

24 სექტემბერი, 2020 17:40
font-size

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება საქართველოში კომუნიკაციების სექტორში გამკაცრებული რეგულაციების შედეგებს აკვირდება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში კომუნიკაციების სექტორში გამკაცრებული რეგულაციების შედეგებს აკვირდება, - ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა, ვენდი მორტონმა გააკეთა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით კითხვით დეპუტატმა ალინ სმიტმა მიმართა. სმიტის კითხვა საქართველოში კომუნიკაციების სფეროში დაჩქარებული წესით განხორციელებულ ცვლილებებს და ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შენარჩუნებაზე მათ გავლენას შეეხებოდა.

„თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მეშვეობით ჩვენ თვალს ვადევნებთ საქართველოს პარლამენტის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ახლახანს გამკაცრებული რეგულაციების შედეგებს, რომლებიც კომუნიკაციების სფეროში საქართველოს რეგულატორს მედიისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიების ზედამხედველობაში დამატებით უფლებებს ანიჭებს.

საქართველოს მთავრობასთან ჩვენს მიმდინარე დიალოგში ჩვენ ხაზი გავუსვით ქვეყანაში დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას, რეფორმების, რომლებიც ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ არის მიმართული. ამ საკითხების შესახებ საქართველოს მთავრობასთან უკანასკნელი საუბარი 9 სექტემბერს საქართველო-ბრიტანეთს შორის არსებული “უორდროპის დიალოგის” ფორმატში შედგა“, - აცხადებს ვენდი მორტონი.
შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი საქართველოში კომუნიკაციების სექტორში დაჩქარებული წესით მიღებული კანონმდებლობით დაინტერესდა. 4 სექტემბერს ახალი ციფრული დერეფნისა და კომპანია “კავკასუს ონლაინის” გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვით დეპუტატმა ქეთრინ უესთმა მიმართა, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა ვენდი მორტონმა უპასუხა. მორტონის თქმით, საქართველოში ბრიტანეთის საელჩო “კავკასუს ონლაინის” ირგვლივ მიმდინარე მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება.

„კავკასუს ონლაინის” გარშემო მიმდინარე მოვლენები ევროპასა და აზიას შორის ახალი ციფრული დერეფანის განვითარების საკითხს უკავშირდება. აზერბაიჯანულმა NEQSOL ჰოლდინგმა, რომელმაც “კავკასუსის” მშობელ კომპანიაში 49%-იანი წილი გასულ წელს შეიძინა ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შექმნას გეგმავს, რომელიც ევროპასა და აზიას დააკავშირებს. პროექტის განხორციელებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი შავი ზღვის ფსკერზე არსებული კაბელია, რომლის მფლობელიც “კავკასუს ონლაინია”. პროექტი სრულად განხორციელების შემთხვევაში აზიაში მილიონობით აბონენტს ინტერნეტთან საქართველოს გავლით დააკავშირებს. თუმცა, გარიგება, რომლითაც NEQSOL-მა “კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილი შეიძინა საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებლის შეფასებით უკანონო იყო, რადგანაც ის წინასწარ არ ყოფილა კომისიასთან შეთანხმებული.

კომუნიკაციების კომისიამ 20 აგვისტოს სხდომაზე “კავკასუს ონლაინს” 270,000 ლარის მოცულობის ჯარიმა დააკისრა და 20 სექტემბრისთვის კომპანიას მისი წილების ნასყიდობის გარიგების შეცვლა დაავალა.

საქართველო ამ რთულ პერიოდში საბერძნეთის გვერდით დგას - სალომე ზურაბიშვილი

31 ოქტომბერი, 2020 , 10:20

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საბერძნეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება. როგორც საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" წერს, რთულ პერიოდში საქართველო საბერძნეთის გვერდით დგას. "ეგეოსის მიწისძვრა საშინ

ძალიან ვწუხვარ მიწისძვრის გამო, რომელმაც თურქეთში მრავალი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა - სალომე ზურაბიშვილი

31 ოქტომბერი, 2020 , 10:20

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ თურქეთს სამძიმარს უცხადებს. „ძალიან ვწუხვარ მიწისძვრის გამო, რომელმაც თურქეთში უკვე მრავალი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. პრეზიდენტო ერდოღან

პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა ვარდნამ და სამუშაოების დაკარგვამ ადამიანებს ჯანსაღ და საკმარის საკვებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა - FAO-ს გენერალური დირექტორი

30 ოქტომბერი, 2020 , 17:30

პანდემიამ კვების პრობლემა კიდევ უფრო დაამძიმა. საკვები საკმარისად იწარმოება, მაგრამ ეკონომიკურმა ვარდნამ და სამუშაოს დაკარგვამ ადამიანებს ჯანსაღ და საკმარის საკვებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა,- ამის შესახებ FAO-ს გენერალუ

“ფრონტის ხაზზე სიტუაცია სტაბილურად დაძაბულია” - აზერბაიჯანი და სომხეთი კონფლიქტის ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ ცნობებს ავრცელებენ

27 ოქტომბერი, 2020 , 11:00

აზერბაიჯანი და სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ ცნობებს ავრცელებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, გასულ ღამეს სომხეთის შეიარაღებული ძალები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 43 მილიონზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული

27 ოქტომბერი, 2020 , 11:00

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 43 მილიონზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული. ვირუსის შედეგად გამოწვეულ დაავადებას მილიონ 152 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „სიენენი&ldqu

გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შავი ზღვის ფართო რეგიონსა და ევროპაში უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურის შექმნაში - გიორგი გახარია

23 ოქტომბერი, 2020 , 15:10

გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შავი ზღვის ფართო რეგიონსა და ევროპაში უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურის შექმნაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ &ld