უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

25 აპრილი, 2018 16:41
font-size

დიდი იმედი მაქვს, ჩამოვა და მოიხდის სასჯელს - გუდაურში დაღუპული სალომე ტატიშვილის დედა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

გუდაურში სრიალისას მომხდარი შეჯახების შედეგად დაღუპული 12 წლის სალომე ტატიშვილის დედის, ნინო ჟვანიას განცხადებით, მოზარდის სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანისთვის 3-წლიანი პატიმრობის შეფარდებით სამართალი აღსრულდა.

ჟვანიამ აღნიშნა, რომ პრეცედენტი შეიქმნა, რომელიც მნიშვნელოვანია სამთო-სათხილამურო კურორტებზე ადამიანთა უსაფრთხოების დაცვისთვის.

„გარდა იმისა, რომ სამართალი აღსრულდა, ეს არის გარდამტეხი, ჩვენს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ადამიანებისა და განსაკუთრების ბავშვების სიცოცხლის დაცვის თვალსაზრისით, მათი უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვისა და გაფრთხილების თვალსაზრისით. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ნასვამი ადამიანების უპასუხისმგებლო საქციელი სათხილამურო ტრასებზე, რომელსაც ეწირება უდანაშაულო ხალხი“, - განაცხადა სალომე ტატიშვილის დედამ.

ჟვანიამ იმედი გამოთქვა, რომ ბრალდებული საქართველოში დაბრუნდება და სასჯელს მოიხდის.

„ბრალდებულმა უნდა მოიხადოს სასჯელი აუცილებლად და ძალიან დიდი იმედი მაქვს, მისი ოჯახის წევრები დათვურ სამსახურს არ გაუწევენ ამ ადამიანს და კიდევ უფრო არ დაუმძიმებენ ბრალს. დიდი იმედი მაქვს, ჩამოვა და მოიხდის სასჯელს“,-თქვა ჟვანიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გუდაურში სრიალისას 12 წლის სალომე ტატიშვილის მკვლელობაში ბრალდებული 20 წლის გიორგი ლიპარტელიანი გაამტყუნა და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ლიპარტელიანი სალომე ტატიშვილს გუდაურში 2016 წლის 10 იანვარს შეეჯახა. მოზარდი თავის ორ დასთან და სპორტული სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად გუდაურის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ტრასაზე, კუდები სამზე სრიალებდა, რა დროსაც მას დიდი სისწრაფით შეეჯახა ლიპარტელიანი. არასრულწლოვანი ადგილზევე დაიღუპა. ტატიშვილის დედის, ნინო ჟვანიას თქმით, ლიპარტელიანი ნასვამი იყო.

ბრალდება და სალომე ტატიშვილის ოჯახი გიორგი ლიპარტელიანს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას ედავება, თუმცა 2017 წლის 29 დეკემბერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბესიკ ბუგიანიშვილმა ლიპარტელიანი უდანაშაულოდ ცნო. ოჯახმა აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

თვითონ ბრალდებული სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა. ის პრაღაში ცხოვრობს და სწავლობს.

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე

17 აპრილი, 2024 , 15:51

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალე

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე

17 აპრილი, 2024 , 11:55

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბით

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

გრიგორიადისის უკვე დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოვითხოვთ და შევისწავლით - ლევან იოსელიანი

12 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი 2023 წლის მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოითხოვს და დამატებით შეისწავლის. ამის შესახებ იოსელიანმა მ

დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა - შალვა პაპუაშვილი

12 აპრილი, 2024 , 14:22

დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუა

„ძვირფასო` ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს - ლევან ხაბეიშვილი

12 აპრილი, 2024 , 12:11

„ძვირფასო" ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! რამდენიმე თვეა, მაქსიმუმ დარჩენილი, როცა ქართველი ხალხი გამოიყენებს შესაძლებლობას და შეგცვლით, - ამის შესახ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი