უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 დეკემბერი, 2018 14:20
font-size

დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ინაუგურაცია კარგად ჩაივლის და ეს იქნება ყველასთვის დასამახსოვრებელი დღე, რომელიც დარჩება ისტორიაში - სალომე ზურაბიშვილი

„საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას საკმაოდ ბევრი სტუმარი დაესწრება“, – ამის შესახებ ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ინაუგურაციაზე სტუმართა შორის ქალთა წარმომადგენლობა იქნება იმ ფაქტის შესაბამისი, რომ საქართველოს ქალი პრეზიდენტი ჰყავს.

„ვფიქრობ, ინაუგურაციაზე საკმაოდ ბევრი სტუმარი იქნება, პროტოკოლით გათვალისწინებული სტუმრები. ჩვენი საგარეო უწყების პროტოკოლი გზავნის მოსაწვევებს ყველა იმ ქვეყნის პირველ პირთან, რომლებიც არიან ჩვენი პარტნიორები ან აკრედიტებული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ჩამოვა, ამისთვის ძალიან მცირე დროა, მაგრამ იმედი მაქვს, თუნდაც ქალთა წარმომადგენლობა იქნება შესატყვისი იმ ფაქტის, რომ საქართველოში პირველად აირჩიეს ქალი პრეზიდენტი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, ინაუგურაციაზე მას საკუთარი კონტაქტებით პირადი უცხოელი სტუმრებიც ეყოლება.

„მეც მეყოლება ჩემი პირადი სტუმრები იმ კონტაქტებით, რაც უცხოეთში მაქვს. ვფიქრობ, სასურველია, მათაც გავაცნოთ საქართველო და ამითაც გამოვიყენო ეს ღონისძიება, რომ გაიცნონ საქართველო, თელავი და კახეთი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აქვს მოლოდინი, რომ ინაუგურაციის ცერემონია კარგად ჩაივლის და ეს დღე ყველასთვის დასამახსოვრებელი იქნება.

„ბუნებრივია, მაქვს დიდი მოლოდინი, რომ კარგად ჩაივლის და ეს იქნება ყველასთვის დასამახსოვრებელი დღე, რომელიც დარჩება ისტორიაში, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია“, – განაცხადა ახალარჩეულმა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში ჩატარდება.

პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

13 დეკემბერი, 2018 , 13:40

პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტს მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა, 9 წინააღმდეგი იყო. მომავალი წლის ბიუჯეტის ასიგნებებისმოცულობა 13 მილიარდ 90 მილიონ ლარს შეადგენს. დეპუტატებმა ბ

ესაა მცდელობა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის გვერდის ავლით მოხდეს დასაქმება ან თანამშრომლების გათავისუფლება, რაც არაკონსტიტუციურია - ნინო ლომჯარია

13 დეკემბერი, 2018 , 12:50

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებული ინიციატივა არის მცდელობა იმისა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის გვერდის ავლით მოხდეს დასაქმება ან თანამშრომლების გათავისუფლება, რაც არაკ

ქართულ მხარეს მოუწოდეს, აღარ იყოს სხვისი ინტერესების გამტარებელი და ამის მაგივრად შეეცადოს მეზობლებთან ურთიერთობების დალაგება - რუსეთის საგარეო უწყება

13 დეკემბერი, 2018 , 12:50

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების  46-ე რაუნდზე რუსეთმა და საოკუპაციო ძალებმა ხაზი გაუსვეს, რომ რეგიონული უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევად რჩება „აშშ-სა და ნატო-ს აქტიურობა საქართვ

რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა დესტრუქციული პოზიციის გამო, ვერ მოხერხდა ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის განხილვა - საქართველოს საგარეო უწყება

13 დეკემბერი, 2018 , 12:50

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. საგარეო უწყების განცხადებით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარუ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდა

13 დეკემბერი, 2018 , 12:10

11-12 დეკემებერს, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სამუშაო ვიზიტით, ქ. სტრასბურგში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, გაბრიე

როცა საქმე შეეხო ლტოლვილების დაბრუნების საკითხის განხილვას, რუსულმა მხარემ შეხვედრა დატოვა - ლაშა დარსალია

13 დეკემბერი, 2018 , 11:40

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებების 46-ე რაუნდზე ლტოლვილთა საკითხის განხილვისას, რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს. როგ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`