უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

19 ივნისი, 2018 12:15
font-size

დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე ორი პირი პასუხისგებაშია მიცემული

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ორი ფაქტი გამოავლინა და ორი პირი პასუხისგებაში მისცა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებული, ყალბი ნოტარიული მინდობილობის გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა ქალაქ თბილისში მდებარე, კერძო პირის საკუთრებაში არსებულ 469 000 ლარის ღირებულების ჯამში 2 441 მ2 ფართობის მიწის სამ ნაკვეთს. მეორე შემთხვევაში, ბრალდებული, ასევე, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ 558 მ2 მიწის ნაკვეთს, რომლის ღირებულება 33 862 ლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე, მოტყუებით დაუფლებული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია. ასევე, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა - მხილების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.

საკონსტიტუციო სასამართლომ იურიდიული პირების მიერ დენის, წყლისა და გაზის მოხმარების დარღვევაზე 15000 ჯარიმა, შესაძლოა, გააუქმოს

23 მარტი, 2019 , 19:01

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის მიმართ, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ კონსტიტუციური სარჩელი №1344 არსებითი განხილვისთვის იქნა მიღებული.

საკონსტიტუციო სასამართლომ ზვიად გამსახურდიას ოჯახის სარჩელი წარმოებაში მიიღო

23 მარტი, 2019 , 15:19

საკონსტიტუციო სასამართლომ ზვიად გამსახურდიას ოჯახის სარჩელი წარმოებაში მიიღო. როგორც ადვოკატი ამირან გიგუაშვილმა აცხადებს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის საჩივარი, დაზარალებულისათვის პროკურატუ

ახმეტაში ყალბი ფულის ჯგუფურად შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

23 მარტი, 2019 , 13:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული ნ.ჟ. და 1975 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქ

გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო ტყის ყოფილი მცველი დააკავეს

23 მარტი, 2019 , 12:35

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი გულგრილობისა და სიყალბის ჩადენის ფაქტებზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურ

ქუთაისში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

23 მარტი, 2019 , 12:17

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების

პატიმართა წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელად ძალაში დატოვა

22 მარტი, 2019 , 16:40

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ძალაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმ