უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

2 მარტი, 2021 14:55
font-size

დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ბრალდებულ შპს „ორბიტას“ დირექტორს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე, შპს „ორბიტას“ დირექტორი მ.კ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში, „ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს“ საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ორბიტას“ დირექტორმა მ.კ.-მ, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებისას, წარადგინა ერთ-ერთი კომერციული ბანკის სახელით დამზადებული ყალბი საბანკო გარანტიები, რის საფუძველზეც შპს „ორბიტას“ საბანკო ანგარიშზე ავანსის თანხა 188 000 ლარი ჩაერიცხა. აღნიშნული თანხიდან მ.კ.-მ მხოლოდ 43 535 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა, ხოლო ავანსის დარჩენილი თანხა - 144 465 ლარი, სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით გაფლანგა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, შპს „ორბიტას“ დირექტორი მ.კ. 2020 წლის 8 ივნისს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მ.კ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (გაფლანგვა, სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით და დიდი ოდენობით), წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მ. კ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

შსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 1 509 ფაქტი გამოავლინა

9 აპრილი, 2021 , 12:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 150

პროკურატურაში აცხადებენ, რომ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები წარდგენილ ბრალს აღიარებენ და გამოძიებასთან თანამშრომლობენ

8 აპრილი, 2021 , 17:30

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმის პროკურორის, დავით კიკაჩეიშვილის განცხადებით, ბრალდებულები წარდგენილ ბრალს აღიარებენ და გამოძიებასთან თანამშრომლობენ. „ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 18 მარტს ქ

ნიკა მელიას საქმეზე მორიგი პროცესი 13 აპრილს გაიმართება

8 აპრილი, 2021 , 13:40

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ბრალდებული ნიკა მელია საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრებას შეძლებს. შესაბამისად, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13

შსს-მ ბოლო 24 საათში კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 652 ფაქტი გამოავლინა

8 აპრილი, 2021 , 11:35

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 652 ფაქტი გამოვლინდა, – ამის შე

ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს - ადვოკატი

8 აპრილი, 2021 , 11:35

„ნაციონალური მორაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლო პროცესს, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე უნდა იმსჯელონ, არ დაესწრება. როგორც მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესამდ

შვილმა მამა ცემით მოკლა

8 აპრილი, 2021 , 10:50

წყნეთში შვილმა მამა ცემით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამ