უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 აგვისტო, 2020 13:20
font-size

დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.

ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაუკავშირდნენ ერთმანეთს და შეთანხმდნენ, რომ მოეძიებინათ ფიზიკური პირების პირადობის მოწმობის ასლები, რომელთა გამოყენებითაც, ბანკიდან მოტყუებით შეძლებდნენ სესხების მიღებას.

დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც მუშაობდა ბანკში მიკრო საკრედიტო ექსპერტად და ევალებოდა პოტენციური მსესხებლის იდენტიფიკაცია, ბიზნეს კრედიტის განაცხადების განხილვა, დანაშაულებრივ ქმედებაში თანამონაწილე პირების მიერ მიწოდებული ფიზიკური პირების დემოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ახდენდა ფიქტიური განაცხადების რეგისტრაციას საბანკო პროგრამაში, უთითებდა გამოგონილ ბიზნეს-საქმიანობას, რაც ვითომდა ადასტურებდა კლიენტის კომერციულ საქმიანობას.

აღნიშნული დანაშაულებრივი გზით, ბრალდებულების მიერ ბანკიდან მოტყუებით მიღებული და დაუფლებული იქნა 193 300 ლარი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ქუთაისში, სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სეიფი მოიპარეს, წაღებულია ნახევარ მილიონამდე ლარი

22 სექტემბერი, 2020 , 16:35

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სეიფი მოიპარეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია ნახევარ მილიონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები. უცნობმა პირებმა კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაშ

პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის განაჩენების გადასინჯვისა და კანონიერი მესაკუთრისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო

22 სექტემბერი, 2020 , 16:35

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი ყოფილი მსჯავრდებულის საქმეებზე უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიი

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტის საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის და ქურდობისთვის ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

22 სექტემბერი, 2020 , 15:00

თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის და ქურდობისთვის ბრალდებული ი. გ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენე

პოლიციამ არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა

22 სექტემბერი, 2020 , 15:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნ

მიხეილ რამიშვილი გამოძიებას თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმს მიაწვდის

21 სექტემბერი, 2020 , 17:40

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აპირებს, გამოძიებას მიაწოდოს სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმეა.  რამიშვილის ცნობით, ეს პირი სახელმწიფო უსაფრთხოებ

პაატა ბურჭულაძე საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართავს, დახუროს ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ აღძრული საქმე

21 სექტემბერი, 2020 , 15:30

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე საქართველოს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს მიმართავს, დახუროს ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ აღძრული საქმე. როგორც პაატა ბურჭულაძე წერილში აღნიშნავს, ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.