უახლესი ამბები
- 19.03.2024 16:46ჩვენი მკაფიო სახელმწიფოებრივი და კონსტიტუციური პოზიციაა, რომ არანაირი „ვეტინგი“ არ იქნება - რატი იონათამიშვილი
- 19.03.2024 16:17სრულიად აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული, ზოგადად, ქართველი ხალხის და „ლელოს“ მიმართ - დავით უსუფაშვილი
- 19.03.2024 16:03გამოდის თუ არა ბატონო ანრი ოხანაშვილი “ნაცი“, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ის მეხუთე სართულზე ცხოვრობს - რომან გოცირიძე
- 19.03.2024 15:47საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე UN Women-ის ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მონაწილეობდა
- 19.03.2024 15:40რატომ იცლება ქვეყანა? რა იწვევს ემიგრაციას? გვინდა პასუხი და არა დუმილი და ცინიზმი ხელისუფლების მხრიდან - თინა ბოკუჩავა
- 19.03.2024 15:28`საპატრიარქოს თავისთვის არაფერი უნდა, ეს არის ყველაფერი განათლებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის“ - პროტოპრესვიტერი გიორგი მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:10„მაგით, რა, ახალ რამეს გავაკეთებთ? ფასები არის ძალიან გაძვირებული, კარგად იცით ეს“ - მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:04საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:58საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:38სააკაშვილის მანიპულაციურ განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ - რატი ბრეგაძე
არქივი
სამართალი
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მათი ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის, თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ჩადენის ფაქტებზე, ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.დ. დამნაშავედ ცნო.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა ფინანსური და სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს. ჯგუფის მიზანს საქართველოში არსებული საბანკო ანგარიშების გამოყენებით, უცხოეთის მოქალაქეების კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლება, ხოლო შემდგომ უკანონოდ მიღებული დიდი ოდენობით თანხისთვის კანონიერი სახის მიცემა წარმოადგენდა. ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული დაუსაბუთებელი თანხის ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოში ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებზე აკუმულირება, კანონიერი სახის მიცემის მიზნით თანხის დანაწევრება და სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემით, მრავალჯერადი ტრანზაქციებით მათ მიერ კონტროლირებად ანგარიშებზე გადატანა. აღნიშნული სქემის მიხედვით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ერთ-ერთი კომერციული ბანკის სუბ აგენტის, შპს „ზაზა გრუპისა“ და მსჯავრდებულების პირადი ანგარიშების გამოყენებით, 2015 წლის ნოემბრიდან - 2017 წლის მარტის ჩათვლით, დაუსაბუთებელი და თაღლითურად მოპოვებული დაახლოებით 1 209 233,88 აშშ დოლარისა და 1 044 096.05 ევროს შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.
ა.დ.-ს ბრალდება 2017 წლის 17 მაისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამავე განაჩენით, სასამართლომ ასევე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების, ხუთი საცხოვრებელი ბინის სახელმწიფოს სასარგებლოდ კონფისკაცია მოახდინა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.