უკან
რეგიონები
16 ნოემბერი, 2018 12:15
დიდთოვლობის გამო კორშა-შატილის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო კორშა-შატილის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ 53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ხოლო აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.