უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 ნოემბერი, 2016 16:55
font-size

დიდუბის ბაზრის ადმინისტრაცია მერიას შევიწროებაში ადანაშაულებს

შპს ,,დუდუბის’’ იგივე დიდუბის ბაზრის ადმინისტრაცია თბილისის მერიას ბაზრობაზე მოქმედი მათი კონკურენტი კომპანიის ლობირებასა ადანაშაულებს.

შპს ,,დიდუბის’’ წარმომადგენლებმა დღეს პრესკონფერენციაზე გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურები მათ კომპანიას ავიწროვებს.

როგორც დიდუბის ბაზრის იურისტმა, ირაკლი კერესელიძემ აღნიშნა, რომ თბილისის მერიის სამსახურებმა, დიდუბის ბაზრობაზე მათ მიერ გაკეთებული ჭიშკრის დემონტაჟი კონკურენტი კომპანიის ინტერესების დასაცავად მოითხოვეს.

" შპს "MZ"-მ ამ კარის გაღება სავარაუდოდ, კლიენტების მიზიდვის მიზნით მოითხოვა. კარის გახსნით ჩვენი თითოეული მოვაჭრის ინტერესი დაირღვეოდა.

მერიამ მოგვთხოვა, რომ აღნიშნული ჭიშკარი სახანძრო უსაფრთხოების ზომებთან თანხვედრაში ყოფილიყო. საგანგებო სიტუაციების სამსახურებს განვუმარტეთ, რომ მთ ტერიტორიაზე შესვლის პრობლემა არ ექნებოდათ",- განაცხადა კომპანიის იურისტმა.

მისი ინფორმაციით, არქიტექტურის სამსახური ჭიშკრის დემონტაჟს ითხოვს, რასაც კომპანიის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან.

"აღნიშნულის შემდგომ სამართლებრივ ზომებს მივმართეთ და გადაწყვეტილება თბილისის მერთან გავასაჩივრეთ. დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ჩვენი საჩივარი 11 ნოემბერს განიხილებოდა და მერია მას არ დააკმაყოფილებდა",- აღნიშნა ირაკლი კერესელიძემ.

იურისტის თქმით, თუ მერია კომპანიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებს, ისინი მას გაასაჩივრებენ.

ამასთან, როგორც შპს ,,დიდუბის’’ დირექტორის მოადგილე გიორგი დვალმა აღნიშნა, კონკურენტ კომპანიას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე შვიდი კარი აქვს და ტერიტორიის ადგილმდებარეობაც უკეთესია.

,,ჩვენ შპს-ს ტერიტორიაზე შესასვლელი კარი აქვს 3 მოზრდილი და 3 მცირე, ანუ გამოდის 6. რაც შეეხება შპს MZ-ს, აქვს 7 თუ 8 კარები შესასვლელი თავის ტერიტირიაზე და აქედან გამომდინარე, ჩვენგან კიდევ ერთი დამატებითი კარი, რა აუციკებლობას წარმოადგენს, არ ვიცი’’, - განაცხადა დვალმა.

დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ შპს ,,დიდუბის’’ ადმინისტრაციის ბრალდებებს უპასუხა და დიდუბის ტერიტორიაზე მათი კონკურენტი კომპანიის ,,MZ’’-ს ლობირება გამორიცხა.

ნარმანია მერიის სამსახურების მოთხოვნას ჭიშკრის დემონტაჟთან დაკავშირებით, უსაფრთხოების ზომებით ხსნის.

,,ბაზრობის ადმინისტრაცია ვალდებულია, მოვაჭრეებისთვის შექმნას პირობები ერთი მხრივ და მეორე მხრივ, იქ იყო სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნორმების დარღვევა. სწორედ ამიტომ იყო მიღებული გადაწყვეტილება აღსრულებასთან დაკავშირებით. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალური ორგანოების მიერ მიღებულ სწორ და კანონიერ გადაწყვეტილებას დაექვემდებაროს ადმინისტრაცია, კეთილი ინებოს და მოაწყოს ტერიტორია და პერიმეტრი ისე, როგორც ეს ერთი მხრივ, სახანძრო უსაფრთხოების ნორმებთან არის დაკავშირებული და მეორე მხრივ, ამის აბსოლუტურად ლეგიტიმური მოთხოვნა არსებობს.

პირადად მე ბაზრობის ხელმძღანელობას არასდროს არ შეხვედრივარ და რაიმე კავშირი არ მაქვს’’, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ნარმანიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი