უკან

კომენტარი

20 აპრილი, 2017 15:10
font-size

დიდუბის ტერიტორიაზე გარევაჭრობა ისევე მოწესრიგდება, როგორც სხვა ადგილებში - დავით ნარმანია

გარევაჭრობა დიდუბის ტერიტორიაზე ისე მოწესრიგდება, როგორც დედაქალაქის სხვა უბნებში, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერი გამოეხმაურა მეტრო ”დიდუბის” მიმდებარედ ერთ-ერთი ბაზრობის მოვაჭრეების აქციას.

გარემოვაჭრეები მერისგან ითხოვენ, აიკრძალოს გარევაჭრობა დიდუბის ტერიტორიაზე ისევე როგორც ეს თბილისის სხვა ტერიტორიებზე მოხდა. აქციის მონაწილეები ასევე, მერიისგან მოსაზღვრე ბაზრობასთან კედლის დემონტაჟს მოითხოვენ.

დიდუბის ტერიტორიაზე, ისე როგორც სხვა ტერიტორიებზე, გარევაჭრობა მოწესრიგდება.

”რასაკვირველია, დიდუბის ტერიტორიაზე გარევაჭრობა ისევე მოწესრიგდება, როგორც სხვა ადგილებში - მეტრო ”მარჯანიშვილის” მიმდებარედ და სხვა ტერიტორიებზე. მნიშვნელოვანია, რომ ცივილურად ვივაჭროთ. ვაჭრობა, ერთი მხრივ, იყოს ლეგალიზებული, მეორე მხრივ, დაცული იყოს სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესები, რომელსაც პერიოდულად სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამოწმებს. დიდუბის ტერიტორიაზე ვაჭრობაც აუცილებლად ამ წესებში მოექცევა.

რაც შეეხება ჭიშკრის გახსნას, ეს ორ კომპანიას შორის მიმდინარე დავაა. თბილისის მერია ამ საკითხებში ჩართულია, თუმცა მისი აღსრულება დადგენილი წესით და ნორმით უნდა მოხდეს, ამ საკითხზეც მიმდინარეობს მუშაობა”, - განაცხადა ნარმანიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი