უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 ივლისი, 2017 12:00
font-size

დიღმის ტყე-პარკის ნაწილი ქალაქს დაუბრუნდება - დავით ნარმანია

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილი ქალაქს დაუბრუნდება. ამის შესახებ მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ამით, ფაქტობრივად, მე შევასრულე ჩემი კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება და დავიწყე დიღმის ტყე-პარკის გამოსყიდვის პროცესი, რათა ეს სივრცე დაუბრუნდეს ქალაქს, დაუბრუნდეს თბილისსა და თბილისელებს. გამოსყიდულ მიწის ნაკვეთზე უახლოეს პერიოდში საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებები განხორციელდება. დასრულების ფაზაშია ტყე-პარკის 16 400 მ2 მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის საკითხიც“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერის ინფორმაციით, ლაპარაკია 10 000 მ² მიწის ნაკვეთზე, რომლის შესახებ მერიამ ხანგძლივი მოლაპარაკებები აწარმოა კერძო მესაკუთრესთან.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, დიღმის ტყე-პარკის ნაწილის გარდა, საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის მერიამ წლების განმავლობაში უკანონოდ გასხვისებული არაერთი ტერიტორია დაუბრუნა ქალაქს საზოგადოებრივი სივრცის სახით, ჯამში - 9 489 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი, მათ შორის: სკვერი ყაზბეგის გამზირზე, ტერიტორია შავი ზღვისა და აწყურის ქუჩების გადაკვეთაზე (განხორციელდა ბენზინგასამართი სადგურის დემონტაჟი და მოეწყო სკვერი) და სხვა.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, ფინანსური გამჭვირვალობის შედეგების წარსადგენად, ღონისძიება გაიმართება

14 ივლისი, 2020 , 18:59

ინვესტორთა უფლებების დაცვის მიზნით გამჭვირვალობის უზრუნველყოფა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ამოცანაა. სწორედ ამ მიზნით, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლების ხელშესაწყობად,

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0633 ლარი გახდა

14 ივლისი, 2020 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0633 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0614 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

პრეზიდენტმა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შიდა ტურიზმის განვითარების საკითხებზე იმსჯელა

14 ივლისი, 2020 , 17:20

საქართველოს პრეზიდენტმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შიდა ტურიზმის განვითარების საკითხებზე იმსჯელა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრა დღეს პრეზიდენტის

ისეთ უმძიმეს სიტუაციას მივიღებთ, კორონა კი არა, შიმშილით დაიხოცებიან ადამიანები - დავით ჭიჭინაძე

14 ივლისი, 2020 , 16:15

„რად გვინდა ეს გადავადებები, თუ ადამიანები კორონავირუსით კი არა, შიმშილით დაიხოცებიან!“, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ, საპარლამენტ

თურქეთი და საქართველო: მდგრადი პარტნიორობა და სოლიდარობა ომის, გადატრიალების მცდელობის და პანდემიის დროს - ფატმა ჯერენ იაზგანი

14 ივლისი, 2020 , 14:21

Covid-19- ის პანდემია და მისგან გამოწვეული გლობალური საგანგებო გარემოებები გარკვეული თვალსაზრისით გამძლეობის ტესტი აღმოჩნდა მთავრობებისა და ერებისათვის. სოლიდარობის, კეთილმეზობლური ურთიერთობის და პარტნიორობის მნიშვნელობა

შაქარაშვილის საქმის არასწორად წარმართვის გამო დაუყონებლივ უნდა დადგეს შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი - “ლელო საქართველოსთვის”

14 ივლისი, 2020 , 13:16

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებს კახა კოჟორიძესა და გრიგოლ გეგელიას მიაჩნიათ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე იწურება ყოველგვარი გონივრული ვადები დაგროვილ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების მოსასმენად

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე