უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

14 აგვისტო, 2018 15:50
font-size

დიღმის ტყე-პარკთან მიმართებაში მიზანმიმართული სიცრუის კამპანია მიმდინარეობს - ბექა დავითულიანი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამოეხმაურა, იმის თობაზე, რომ თითქოს დიღმის ტყე-პარკში მშენებლობა იგეგმება.

მისი განცხადებით, ტერიტორიაზე არავითარი მშენებლობა არ იგეგმება, საუბარია კიას ცენტრის ტერიტორიაზე, სადაც უკვე არსებულ შენობის ადგილას, მეპატრონეებს მრავალფუნქციური საგამოფენო ცენტრის (ორანჟერიის) განთავსება სურთ.

„რამდენიმე კვირაა დიღმის ტყე-პარკთან მიმართებაში მიზანმიმართული სიცრუის კამპანია მიმდინარეობს. ჩვენი ოპონენტები და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, თითქოსდა შენობა, სადაც ავტოსალონია განთავსებული, არის დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე. ეს შენობა დიდი ხნის წინ, წინა ხელისუფლების დროს, გამოეყო დიღმის ტყე-პარკს და შეეცვალა სტატუსი, განთავსდა შენობა-ნაგებობები.

ახლა იტყუებიან, რომ თითქოს ეს არის რეკრეაციული ზონა, რეალურად კი ეს სტატუსი მათ 2009 წელს მოუხსნეს და ფაქტია დღეს აქ დგას შენობა და ტერიტორიას 2009 - დან მოყოლებული საზოგადოებრივ საქმიანი ზონის სტატუსი ადევს.

თუკი ეს შენობა რეკრეაციაა, მათ მგონი საერთოდ არ ესმით, რა არის რეკრეაცია,“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მისივე განცხადებით, რეალობაა ის არის, რომ წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა აღნიშნული ტერიტორია და დიღმის ტყე-პარკის კიდევ არაერთი ნაკვეთი და შეეცვალათ სტატუსი საზოგადოებრივ-საქმიან ზონად. როგორც ბექა დავითულიანი განმარტავს, კონკრეტულ ტერიტორიას ეს სტატუსი უნარჩუნდება, მეტიც, კიდევ უფრო უმკაცრდება და ნაცვლად ავტოსალონისა, მეპატრონეს სურს ორანჟერეის გაკეთება.

ოპოზიციის და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაზე, რომ ეს არღვევს დიღმის ტყე-პარკის კონცეფციას, ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე პასუხობს, რომ ფაქტია, აქ ტყე-პარკი არ არის.

რაც შეეხება „დიღმის ტყე-პარკის” ტერიტორიაზე რეალურად არსებულ ტერიტორიებს, ჩვენ ვაპირებთ, წინა ხელისუფლების მიერ გაყიდული მიწები, დაახლოებით 18 ჰექტარი გამოვისყიდოთ და გვიწევს მათ მიერ გაყიდული ტერიტორიების თბილისელების ფულით გამოსყიდვა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას იმის თაობაზეც, რომ თუკი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი სასამართლოს მიმართავენ.

„სასამართლო თუკი განაჩენს გამოიტანს, გამოიტანს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, რადგან აქ შენობა მათი ხელისუფლების დროს აშენდა და სტატუსიც მათ შეუცვალეს. ჩვენ, რომ ტყე-პარკში არსებული ნაკვეთების გამოსყიდვას ვგეგმავთ, იმაზე თუ გვიჩივლებენ, გვიჩივლონ,“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

„მეცოდებიან, ღირსეული მტერი არ არის“ - ნანა ჯორჯაძე მმართველ ხელისუფლებაზე

19 ნოემბერი, 2024 , 13:23

მეცოდებიან, ღირსეული მტერი არ არის, -  ამბობს ნანა ჯორჯაძე მმართველ ხელისუფლებაზე. რეჟისორი, რომელიც დილიდან მელიქიშვილის გამზირზე დგას,  ამბობს, რომ მისი ბიოგრაფიის განმავლობაში, ასეთ "მშიშრებს და ნაძირლე

ძალიან საბჭოურია - ჟიგიმანტას პავილიონისი

11 ნოემბერი, 2024 , 12:26

3-4 წლის წინ შევამჩნიე, ვინც კი ქართულ მთავრობას აკრიტიკებდა, შეხვედრები აღარ ხდებოდა.  ეს არის საბჭოთა მიდგომა, - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რითაც საქართველო

დამირეკეს გენერალური პროკურატურიდან, მიბარებენ მოწმის სახით გამოკითხვაზე, მივალ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით - მამუკა ხაზარაძე

5 ნოემბერი, 2024 , 12:20

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს - ამის შესახებ ოპოზიციონერი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. ხაზარაძე ამბობს, რომ პროკურატურაში არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით

ბრძანებს მე გავცემ მარტო გაზზე კი არა, ყველაფერზე, წყლის ჭავლზეც - ვახტანგ გომელაური

24 ოქტომბერი, 2024 , 15:34

ბრძანებს მე გავცემ მარტო გაზზე კი არა, ყველაფერზე, წყლის ჭავლზეც, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ბრძანება შეიცვალა 2021 წელს და გამოვიყენეთ ევროპული

ამას დავარქმევდი ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში თავხედურ ჩარევას - ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

9 ოქტომბერი, 2024 , 16:34

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას ანტიქართულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ქვეყნის შიდა საქმეებში „თავხედური ჩარევა

იოცნებოს, მაგრამ ეს არის ის `ოცნება`, რომლის ასრულებასაც ის ვერ მიაღწევს და ვერ მიაღწევს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოხდეს - ეკა ბესელია

7 ოქტომბერი, 2024 , 14:59

იოცნებოს, მაგრამ ეს არის ის "ოცნება", რომლის ასრულებასაც ის ვერ მიაღწევს - ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რომელმაც დღეს "ქართული ოცნების" სახელით, პრეზიდენ