უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 აგვისტო, 2018 16:55
font-size

დიმიტრი გელოვანები უნდა მოვძებნოთ - ნათია კუპრაშვილი

დიმიტრი გელოვანები უნდა მოვძებნოთ და უნდა ისინი დაგვთანხმდნენ, რომ ქვეყანას სჭირდება დახმარება მართლმსაჯულების სისტემაში, - განაცხადა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ნათია კუპრაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ეროვნული პლატფორმის წევრებს შორის შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი მართლმსაჯულების სისტემისგან გარეთ მდგომი პირი უნდა იყოს.

„ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც იქნება გავლენებისგან თავისუფალი, პროფესიონალი თავისი საქმის. თქვენ იტყვით, რომ ვეძებთ დიმიტრი გელოვანს. რამდენიმე დიმიტრი გელოვანი მახსენდება. ამ ქვეყანას აქვს პოტენციალი, უბრალოდ დიმიტრი გელოვანები უნდა მოვძებნოთ და ისინი უნდა დაგვთანხმდნენ, რომ ქვეყანას სჭირდება დახმარება მართლმსაჯულების სისტემაში და მოკიდონ ამ პასუხისმგებლობას ხელი.

მთავარი კრიტერიუმი, რომელზეც საუბრობდა დღეს აქ წარმოდგენილი საზოგადოება, არის, რომ არ უნდა იყოს სისტემის მხრიდან გავლენები, ანუ მოსამართლეები არ გვინდა. ეს რომ არის მთავარი კრიტერიუმი, აჩვენებს მართლმსაჯულების კრიზისს. ასევე, ვსაუბრობთ იმაზე, რომ პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალიც უნდა იყოს. მთავარი ამოცანა მაინც არის, რომ ჩვენ როგორმე დავაზღვიოთ ქვეყანა შიდასისტემური კლანური გავლენებისგან და კორპორატიული გავლენებისგან",- განაცხადა კუპრაშვილმა.

მისი თქმით, ეროვნული პლატფორმის ძალისხმევა იქნება მიმართული იმისკენ, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობა შედგეს უმრავლესობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის, რომ მოქმედი წესით მოხდეს თავმჯდომარის არჩევა.

ეროვნული პლატფორმა კანდიდატის შესარჩევად ღია კონკურსის გამოცხადებას მხარს არ უჭერს.

ნინო ექვთიმიშვილი

ახლა უმთავრესი მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების სამაგალითოდ ჩატარებაა - სალომე ზურაბიშვილი

1 ივლისი, 2020 , 17:30

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ფასილიტატორ ელჩებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ფასილიტატორ ელჩ

რუსლან აბაშიძე საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

1 ივლისი, 2020 , 10:35

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, - ამის შესახებ „

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩს შეხვდა

30 ივნისი, 2020 , 15:45

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გ

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშესა და მედიას, თავი შეიკავონ პიროვნებებზე, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე თავდასხმისაგან - შვეიცარიის საელჩო

30 ივნისი, 2020 , 15:45

საქართველოში შვეიცარიის საელჩო საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ახალი საარჩევნო სისტემა გაზრდის საზოგადოების სხვადასხვა ფენის, მათ შორის უმცირესობების წარმომადგენლობას პარლამენტის

ელჩებზე თავდასხმა იმ სახელმწიფოების შეურაცხყოფაა, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ - საქართველოს საგარეო უწყება

30 ივნისი, 2020 , 12:10

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ევროკავშირის მისიის მიერ გავრცელებულ ევროკავშირის განცხადებას ეხმაურება. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოსა და საგარეო საქმეთა სა

გიორგი გახარია - ახლა არც რეიტინგებისთვის მცალია, არც წინასაარჩევნო კამპანიისთვის, 24 საათი გვაქვს სამუშაო, რათა ხალხს კრიზისისგან მიყენებული ზიანი შევუმციროთ

29 ივნისი, 2020 , 18:00

მე ახლა არც რეიტინგებისთვის მცალია და ჯერ არც წინასაარჩევნო კამპანიებისთვის ან სიებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე