უკან

ეკონომიკა

16 თებერვალი, 2017 16:30
font-size

დიმიტრი ხუნდაძე სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლების განცხადებას გამოეხმაურა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის პირველმა მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე დღევანდელ ბრიფინგზე სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგებლები მთავრობის იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც კერძო სადაზღვევო კომპანიებში მონაწილე ბენეფიციარები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ეთიშებიან.

„მინდა დავაფიქსირო, რომ სახელმწიფოს პირველ პრიორიტეტად ისევ რჩება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, გრძელდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ჩვენ პირველ ეტაპზე მივაღწიეთ იმას, რომ ყველა ადამიანი არის დაზღვეული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გადავიდეთ მეორე ეტაპზე და გავზარდოთ ხარისხობრივი მაჩვენებლები და ჯანდაცვის სერვისები მოსახლეობისთვის გავხადოთ უფრო ეფექტური“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მან ჟურნალისტებს შეახსენა 2013 წელი, როცა ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა. დეპუტატის თქმით, მაშინ ერთ-ერთი ინდიკატორი იყოს სწორედ ის, რომ მომხდარიყო გამიჯვნა და მოსახლეობის ის ნაწილი გაწევრიანებულიყო სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ პროგრამაში, რომელიც არანაირ დაზღვევას არ იღებდა. „ამის შემდეგ გარდამავალ ეტაპზე, რომლის შემდეგაც უნდა მომხდარიყო კერძო სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ბაზათა ინფორმაციის უზრუნველყოფა, რაც საშუალებას მოგვცემდა, გაგვეკეთებინა სწორი და თანმიმდევრული ანალიზი. გარკვეული მიზეზების გამო ზოგიერთი ბენეფიციარი ეთიშებოდა კერძო სადაზღვევო კომპანიას, თუმცა ისინი სრულად ვერ გადმოდიოდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და რჩებოდნენ საბაზისო პაკეტის მიღმა. შედეგად მივიღეთ ის, რომ დაახლოებით 115 000 ადამიანი, რომელმაც დაკარგა კერძო სადაზღვევო კომპანიების ბენეფიციარის სტატუსი, დარჩა ამ პაკეტის მიღმა“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, ათეულათასობით ადამიანი აღმოჩნდა ორმაგი დაფინანსების პრინციპით მოსარგებლე, რაც მისივე მოსაზრებით, დისკრიმინაციული იყო და არათანაბარ პირობებში აყენებდა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს. დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, მთავრობის დადგენილების მიზანი არის სწორედ ის, რომ აღმოიფხვრას დისკრიმინაცია, ბენეფიციარებს ჰქონდეთ სამედიცინო სერვისების მიღების თანაბარი უფლება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში და არცერთი ადამიანი არ დარჩეს დაზღვევის გარეშე.

„ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიებმა ბაზარზე ფუნქციონირება გააგრძელონ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მაგრამ ჩვენი ძირითადი მიზანი არის ის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იყოს ხელმისაწვდომი, ეფექტური და ხარჯთეფექტური. თხოვნა მექნება, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები გაგებით მოეკიდონ ამ საკითხს და პერიოდულად უზრუნველყონ ბაზათა დადარების პრინციპის ხელშეწყობა, რათა სწორი ანალიზის საშუალება მოგვეცეს“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველო არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი, ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას, არამედ საერთაშორისო აეროპორტებსაც - ნათია თურნავა

2 ივნისი, 2020 , 17:15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებისა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. ეკონომიკის სამინისტროს ინფ

აზიის განვითარების ბანკი ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია, პანდემიის პირობებში მათთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - ივანე მაჭავარიანი

2 ივნისი, 2020 , 17:15

აზიის განვითარების ბანკი (ADB) ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია და პანდემიის პირობებში მათთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აზიის განვითარების ბანკთან

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2 ივნისი, 2020 , 14:50

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, დღეს აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „2020 წლის 2 ივ

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 50 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2 ივნისი, 2020 , 14:40

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერცი

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის წევრი კომპანიები ექსპორტს ზრდიან

2 ივნისი, 2020 , 13:53

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის წევრი კომპანიები „გლენბერი“ და „მაგალ“ კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდომარეობის მიუხედავად, საკუთარი პროდუქციის ექსპორტს ზრდიან. კომპანიის მფლობელი ისრაელის

საქართველოში ტურიზმი ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით გაიხსნება - მაია ცქიტიშვილი

2 ივნისი, 2020 , 12:35

ჩვენთვის აუცილებელია ეკონომიკის ყველა სექტორის, მათ შორის ტურიზმის აღდგენა, მაგრამ საჭიროა ტურიზმი აღდგეს ფრთხილად, გონივრულად, თანმიმდევრულად და ისეთი ტემპით, რის საშუალებასაც გვაძლევს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და რეგულაც

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!