უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

12 იანვარი, 2017 16:55
font-size

დიმიტრი ქუმსიშვილი ,,არვატო ცეერემ საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სერვის-პროვაიდერი კომპანია „არვატოს“ შვილობილი კომპანიის, ,,არვატო ცეერემ საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, კომპანია ქართულ ბაზარზე რამდენიმე თვეა საქმიანობს და მის მიერ ქვეყანაში 3 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციაა განხორციელებული. აღსანიშნავია, რომ დღეისთვის, ,,არვატო ცეერემ საქართველო“ უზრუნველყოფს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ-რითეილერი კომპანიის მომხმარებლის გაყიდვებისა და ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც მომსახურების ექსპორტის მიმართულებით ერთ-ერთი საინტერესო პრეცედენტია საქართველოში.
კომპანიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, დიმიტრი ქუმსიშვილმა გერმანელ ინვესტორებს მადლობა გადაუხადა იმ მაღალი დაინტერესების გამო, რომელიც „არვატომ“ საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემოს მიმართ გამოხატა და კომპანიამ საქართველოში ოფისის გახსნისა და საქმიანობის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს გააცნო ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს კერძო სექტორისა და უცხოური ინვესტიციებისათვის, ასევე ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის, მიმზიდველი და სტაბილური საგადასახადო გარემოს შექმნას.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ,,არვატო ცეერემ საქართველო“ ერთ-ერთი უმსხვილესი მულტინაციონალური კომპანიისთვის უზრუნველყოფს ექსპორტზე ორიენტირებულ მომსახურებას, რაც ადგილზე ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, კვალიფიციური კადრების დასაქმებას, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ხელსაყრელი დაბეგვრის რეჟიმი მნიშვნელოვან სტიმულს აჩენს ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესის განვითარებისა და ახალი პროექტების წამოწყებისთვის.

„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიების შემოსვლა როგორიცაა „არვატო“ და იმ მომსახურების შემოტანა, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოში - ესაა ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესი. ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით არის ძალიან ხელსაყრელი საგადასახადო პირობები და გარემო, სწორედ ეს გახდა ამ კომპანიის საქართველოში შემოსვლის ერთ-ერთი მიზეზი. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის ბიზნესის მხარდაჭერა მომავალშიც მხარდაჭერილი იქნება სახელმწიფოს მხრიდან როგორც საკანონმდებლო დონზე, ისე საგადასახადო ადმინისტრირების დონზე. მათ მაქსიმალურად გამარტივებული საგადასახადო რეჟიმის პირობებში შეუძლიათ მუშაობა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა.

„არვატო“ წამყვანი საერთაშორისო სერვის-პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც ბიზნეს კლიენტებს 40-მდე ქვეყანაში, 30 ენაზე უწევს მომსახურებას და კონსულტაციას ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღებაში. საქართველოში საქმიანობის დაწყების მიზეზი გახდა თქვენს ქვეყანაში ბიზნესის დაწყებისთვის მიმზიდველი გარემო და კარგი შესაძლებლობები, პოლიტიკური სტაბილურობა, რა თქმა უნდა, კვალიფიციური კადრები შრომით ბაზარზე. დღეს კომპანიაში დასაქმებულია 130 ადამიანი, ხოლო მომავალი 2 წლის განმავლობაში თანამშრომელთა რაოდენობა 500-მდე გაიზრდება,“ - განაცხადა „არვატო ცეერემ საქართველოს” დირექტორმა, მათიას მიულერმა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მთავრობის ეკონომიკური რეფორმების პაკეტი, მათ შორის, საგადასახადო სფეროში განხორციელებული სტიმულირების ღონისძიებები, მიმართულია კერძო სექტორის წახალისებასა და მის გაძლიერებაზე, რამაც ქვეყანაში უნდა უზრუნველყოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდა.

საკვანძო სიტყვები:

ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს

28 იანვარი, 2020 , 17:45

2020 წლის 28 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8929 ლარი გახდა

28 იანვარი, 2020 , 17:40

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8929 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8944 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობას აქვეყნებს

27 იანვარი, 2020 , 23:11

2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს

ლარის კურსი დღეს

25 იანვარი, 2020 , 11:35

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 25 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8870 ლარი ეღირება, ევრო – 3.1879 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7823 ლარი. 24 იანვარის ოფიციალური კუ

ერთი ამერიკული დოლარი 2.8867 ლარი ეღირება

23 იანვარი, 2020 , 17:45

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8867 ლარი ეღირება, ევრო – 3.2005 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7899 ლარი. 23 ია

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს

23 იანვარი, 2020 , 17:40

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ “რაგუსას” წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`