უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 ივნისი, 2017 11:45
font-size

დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 16-17 ივნისს, მონაწილეობას მიიღებს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წლიურ შეხვედრაში, რომელიც სამხრეთ კორეაში გაიმართება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016-2017 წლებისთვის, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბანკის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.

ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ორმხრივ შეხვედრას გამართავს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტ ძინ ლიცუნთან (Jin Liqun) და ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან. გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილი სიტყვით გამოვა ბანკის წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე.

ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი ხელს მოაწერს შეთანხმებას აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან 114 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფაზე ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის თანადაფინანსების მიზნით.

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა არის საქართველო.

ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, აზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება ინფრასტრუქტურასა და სხვა წარმოების სექტორში ინვესტირების გზით და სხვადასხვა მრავალმხრივ და ორმხრივ განვითარების ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა.

სალომე ზურაბიშვილი მიხეილ ბატიაშვილს ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში შეხვდა

18 იანვარი, 2019 , 10:59

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში შეხვდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ პრეზიდენტის პრესსამსახური

მარტო ახალაშენებულებში არა, სრულიად ქალაქში არის მსგავსი პრობლემები- ენერგეტიკის ექსპერტი

17 იანვარი, 2019 , 15:43

ენერგეტიკის ექსპერტი გიორგი ჭაღიაშვილი ამბობს, რომ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების მსგავსი შემთხვევისგან დაცული არ არის არც ახალი და არც ძველი კორპუსები. ექსპერტი ამბობს, რომ ქალაქი სერიოზული საფრთხის წინაშეა და ამის შესა

ჩვენი ამოცანაა საზოგადოებას ჰქონდეს წარმოდგენა, ვინ, რატომ და რა დამსახურების გამო ინიშნება სასამართლო სისტემაში - ბაქრაძე

17 იანვარი, 2019 , 15:37

ვიმსჯელეთ, როგორ უნდა გაიზარდოს პარლამენტში მთელი პროცესის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება ამქვეყანაში მათი ბედის გადამწყვეტი სასამართლო ხელისუფლებაში - ამის შესახებ &bdq

ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

16 იანვარი, 2019 , 19:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, რიჩარდ ფერანს შეხვდა. პარლამენტის პრესამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომ

სალომე ზურაბიშვილმა გიორგი გახარიასთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

16 იანვარი, 2019 , 17:27

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიცე-პრემიერთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი გახარიასთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა და მინისტრმა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრ

როგორც მოსამართლე, მე პასუხის ღირსად არ ვთვლი ბესელიას და მისნაირ პოლიტიკოსებს - სერგო მეთოფიშვილი

16 იანვარი, 2019 , 15:41

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და კოლეგიის თავმჯდომარე სერგო მეთოფიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან დაკავშრებით მიმდინარე მოვლენებს, სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.  „როგორ