უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

13 ოქტომბერი, 2017 14:50
font-size

დიმიტრი ქუმსიშვილი და კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობის პროგრამა და მისი მიმდინარეობა განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებლის მოადგილე ტაო ჟანგთან საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

შეხვედრას, ასევე დაესწრო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში მისი ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით მიმდინარეობს, სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას.

აღინიშნა, რომ ეს არის საქართველოსთვის უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც სავალუტო ფონდი სრულად ეთანხმება ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რეფორმების პროგრამას და მის ხედვებს ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მაკროეკონომიკური პარამეტრები, აგრეთვე სამომავლო პროგრამები.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

21 ივლისი, 2018 , 09:00

20 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4417 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4503 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.86 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრ

ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

20 ივლისი, 2018 , 17:50

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში იეშიმ ელჰან კაილართან. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ვრცლად

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ჩინეთში საქმიან შეხვედრებს მართავს

20 ივლისი, 2018 , 17:35

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს მართავს. ფონდის დელეგაცია ოფიციალურ ვიზიტში ჩინეთის რეფორმების

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

20 ივლისი, 2018 , 17:35

20 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4417 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4503 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0086 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევ

ნოდარ ხადური GIZ-ის წარმომადგენლებს შეხვდა

20 ივლისი, 2018 , 16:55

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებს, მათივე ინიციატივით შეხვდა. საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, GIZ-ის მხრ

50-ზე მეტ ქვეყანას შორის, რუსეთი კვლავ რჩება ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზრად - ღვინის ეროვნული სააგენტო

20 ივლისი, 2018 , 12:45

ღვინის ეროვნული სააგენტოს "როსპოტრებნადზორის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: ,,ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქართული ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყ

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან