უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 სექტემბერი, 2017 14:30
font-size

დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, სირილ მიულერს და მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერსა და მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლის შედეგები, საქართველოში მიმდინარე და დაგეგგმილი რეფორმები, მსოფლიო ბანკის ჯგუფის სტრატეგია 2018-2021 წლებისთვის და პროექტების მიმდინარეობის საკითხები.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში მსოფლიო ბანკთან ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იმყოფება.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მთავრობის რეფორმების მხარდაჭერისთვის. მისი განცხადებით, უმნიშვნელოვანესია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა საქართველოსთვის პრიორიტეტულ არაერთ სფეროში.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესზე, მათ შორის, კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო რეფორმებზე, ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან 25-წლიან წარმატებულ თანამშრომლობაზე და საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.

გაერო-ს ტრიბუნას გამოვიყენებთ საქართველოს პრობლემატიკის და ქვეყნის განვითარების ხედვების წარმოსაჩენად - დავით ზალკალიანი

22 სექტემბერი, 2018 , 14:30

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, გაერო-ს გენერალური ასაბლეის 73-ე სესიაზე საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოსვლაში ყურადღება გამახვილდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემატი

სურთ გადაიტანონ პარლამენტი, რაც თბილისში საცობების და ხალხის გაღიზიანების მეტს არაფერს გამოიწვევს - გრიგოლ ვაშაძე

22 სექტემბერი, 2018 , 13:40

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა გააპროტესტა. „დღეს, გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს პატივი, იდ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საბჭოს დელეგაციას შეხვდა

22 სექტემბერი, 2018 , 13:40

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა, თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელმაც საქართველოში თავისუფლების შეზღუდ

ეს ხელისუფლება არის რეალურად დამთავრებული, ისინი ახლა სრულ პანიკაში არიან - მიხეილ სააკაშვილი

22 სექტემბერი, 2018 , 12:55

„ეს ხელისუფლება არის რეალურად დამთავრებული“ , - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ წამყვანის შეკითხვას, თუ ტელეკომპანია „იბერიასა&ld

ჩვენ თანამედროვეობაში ვქმნით მომავლის საფუძვლებს - საქართველოს პრეზიდენტმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მონაწილეებს უმასპინძლა

22 სექტემბერი, 2018 , 12:05

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებაზე გამოიფინა ის წიგნები, რომლითაც საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება.  გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართვ

ტელეკომპანია „იბერიაში“ სპეცრაზმის შეჭრა დიდ შეცდომად მიმაჩნია - მიხეილ სააკაშვილი 2004 წელს ტელეკომპანია „იბერიას“ დარბევაზე

22 სექტემბერი, 2018 , 12:05

„ტელეკომპანია „იბერიაში“ სპეცრაზმის შეჭრა დიდ შეცდომად მიმაჩნია“, - ასე უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ წამყვანის შეკითხვას &bdq

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`