უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

13 დეკემბერი, 2016 18:20
font-size

დიმიტრი ქუმსიშვილი: ქვეყანაში დოლარზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი საპარლამენტო ფრაქციას „საქართველოს პატრიოტებს“ წარუდგინა.

„ჩვენი ყველაზე დიდ გამოწვევა დოლარიზაციის მაჩვენებელია. სწორედ მის შესამცირებლადაა დაგეგმილი ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მათი განკარგვადი შემოსავლის შემცირება, რაც გამოიწვია დოლარის კურსის გამყარებამ. შესაბამისად, სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება და ვთქვით, რომ ამ ქვეყანაში დოლარზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბიზნესს მოგების გადასახადის რეფორმა დაეხმარება, ფიზიკურ პირებს - ლარიზაციის გეგმა. „შესაბამისად ეს ორი კომპონენტი შეავსებს ერთმანეთს და ქვეყანაში შევძლებთ შევამციროთ დოლარზე დამოკიდებულება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დეპუტატების შეფასებაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა არ შეიმჩნევა, ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს ინფორმაციას ეკონომიკური ზრდის შესახებ, „ის არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და თუ არის კითხვები მეთოდოლიგიასთან დაკავშირებით, შეუძლიათ საქსტატს დაუსვან კითხვები“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი - როლანდ პრაისი

27 თებერვალი, 2024 , 12:41

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისები

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

21 თებერვალი, 2024 , 12:57

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. „საქართველოს ბანკი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი