უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

12 ივნისი, 2017 15:00
font-size

დიმიტრი ქუმსიშვილი სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს ტაო ჟანგს შეხვდა

„საქართველოს ურთიერთობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ძალიან მნიშვნელოვანია. პროგრამა, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ვახორციელებთ, სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას; იმ რეფორმებს, რომელთა შესახებაც ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში განვაცხადეთ და იმ დაპირებებს, რომლებიც ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში გვქონდა. მათი იმპლემენტაცია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები არჩილ მესტვირიშვილი და მურთაზ კიკორია. ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრები, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, აგრეთვე განხილული იყო მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები, სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა და მისი მიმდინარეობა.

უმუშევრობის დონე 2018 წლს მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.2 % შეადგინა - საქსტატი

19 ნოემბერი, 2018 , 12:50

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით, 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.2% შეადგინა. დღევანდე

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

17 ნოემბერი, 2018 , 09:00

16 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6727 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.91 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ნოემბრის თვის ანალიტიკურ ანგარიშებს აქვეყნებს

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აქვეყნებს დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა და დიაგრამებს "საფინანსო სექტო

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

16 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6727 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.91 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) ასოცირებული წევრი გახდა

16 ნოემბერი, 2018 , 13:15

საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) წევრობა, კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,

თბილისის მერიამ საკრებულოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა

16 ნოემბერი, 2018 , 12:15

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე შევიდა. თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი 10 მილიონით იზრდება და ის 871 მილიონი იქნება. "ქართული ოცნების" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განც

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`