უკან

პოლიტიკა

17 ივნისი, 2017 14:35
font-size

დიმიტრი ქუმსიშვილმა AIIB-ის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის რანგში მმართველთა საბჭოს დღევანდელი დისკუსია წაიყვანა

როგორ შეუძლია აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) დაეხმაროს ქვეყნებს, მოიზიდონ კერძო კაპიტალი და შესაბამისად, რა ინსტრუმენტების განვითარებაა მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით, - ეს იყო ბანკის მმართველთა საბჭოს შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, როგორც ბანკის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარემ წაიყვანა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში მიმდინარე ინსტიტუციურ და სტრუქტურულ რეფორმებზე ისაუბრა.

„საქართველო ძირითად ინფრასტრუქტურაში უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში 5 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, მეტი კერძო ინვესტიციის მოზიდვა ამ მიმართულებით,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„ამჟამად, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საჯარო და კერძო პარტნიორობის კანონზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში უკვე მომზადებულია და მალე წარედგინება მთავრობას განსახილველად. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება კერძო სექტორის მოზიდვას. შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა უნდა განავითაროს ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა დამატებითი გარანტიები კერძო სექტორისათვის, რისკის შემცირება და მინიმიზაცია, ასევე, სხვა მასტიმულირებელი ინსტრუმენტები,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა 16-17 ივნისს, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. წელს აღნიშნული შეხვედრა კორეის რესპუბლიკაში ჩატარდა.

სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

22 აპრილი, 2019 , 14:48

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. „ვულოცავ ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის ახალ პრეზიდენტად არჩევას. უკრაინელ ხალხს ვულოცავ თავისუფალი დ

პანკისის ინციდენტი სამწუხაროდ, წარმოადგენს არა ერთეულ შემთხვევას, არამედ მმართველი პარტიის მიერ არჩეულ სტრატეგიას - „თავისუფალი საქართველო“

22 აპრილი, 2019 , 14:05

თუ ხელისუფლება დასკვნებს არ გააკეთებს მოსალოდნელია პანკისის ინციდენტის გამეორება დედაქალაქში, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ პანკისის ინცინდენტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხ

ივანე მაჭავარიანს 23 აპრილს პარლამენტში მოუსმენენ

22 აპრილი, 2019 , 13:20

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს 23 აპრილს პარლამენტში მოუსმენენ. მაჭავარიანი ხვალ დეპუტატების წინაშე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარდგება. საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრი „ევროპული საქართველო

კორუფციაში ჩართული საჯარო მოხელეები მოწყვლადები არიან უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიმართ - გრიგოლ ლილუაშვილი

22 აპრილი, 2019 , 13:20

კორუფციაში ჩართული საჯარო მოხელეები მოწყვლადები არიან უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიმართ და ნებისმიერი სპეცსამსახურისთვის წარმოადგენენ პოტენციურ დაკვირვების ობიექტებს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამ

მამუკა ბახტაძე ვლადიმირ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

22 აპრილი, 2019 , 10:40

ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. „ვულოცავ ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის მშვიდობიან

დავით ზალკალიანი პორტუგალიაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

22 აპრილი, 2019 , 10:40

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით პორტუგალიაში იმყოფება, სადაც დღეს შეხვედრას გამართავს პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან აუგუშტუ სანტუშსილვასთან, პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამე

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019