უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

13 ოქტომბერი, 2017 13:00
font-size

დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კონგრესში შეხვედრები გამართა, რომლის დროსაც განხილული იყო საქართველო-ამერიკის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, აგრეთვე ის დახმარება, რაც შეიძლება აშშ-ის ხელისუფლებამ, მათ შორის, კონგრესის ჩართულობით აღმოუჩინოს საქართველოს. - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრებზე ამერიკული მხარის წარმომადგენლები გამოხატავდნენ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და გატარებული დემოკრატიული რეფორმებისადმი.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრებზე კონგრესმენებს ჩარლზ ალბერტ დაჩ რუპერსბერგერს, პეტერ ვისკლოსკის, ჰალ როჯერსს, სანფორდ ბიშოფს, დინა ტიტუსსა და დევიდ პრაისს მადლობა გადაუხადა საქართველოსადმი გაწეული დახმარებისთვის.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კონგრესის წევრებს საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ, მათ შორის, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის შესახებ.

გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილმა კონგრესის წარმომადგენლების ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებმაც ქვეყნის ეკონომიკის ზრდა უნდა დააჩქაროს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ საკითხებზე, რომელთა ორმხრივ ფორმატში გადაწყვეტა საქართველოს მის წინაშე დასმული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში დაეხმარება.

შეხვედრებს დაესწრნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

ირაკლი კობახიძის ვიზიტმა და კახა კალაძის მხარდაჭერამ საქართველოში ისრაელიდან ახალი ინვესტიცია შემოიტანა

18 დეკემბერი, 2017 , 11:45

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატისა და „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით თბილისში სტუმრად მყოფი ისრაელის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ქნესეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრი დეპუტატები, ბიზნეს

სახელმწიფოს ხელშეწყობით კომპანია „ჩირინა“ წარმოებას აფართოვებს

16 დეკემბერი, 2017 , 13:20

სოფელ სართიჭალაში, კომპანიამ „ჩირინა“ მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი გააფართოვა. მშენებლობა სახელმწოფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა. საერთო ინვესტიცია 6 000 00

ეკონომიკის სამინისტროში კერძო სექტორის განვითარების საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

16 დეკემბერი, 2017 , 11:50

საპენსიო რეფორმის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიისა და ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კერძო სექტორის განვითარების საკონსულტაციო საბჭოს

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 დეკემბერი, 2017 , 09:00

15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5405 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.5597 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.92 თეთრი შეადგინა.  გაუფ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

15 დეკემბერი, 2017 , 17:40

15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5405 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5597 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.92 თეთრი შეადგინა.  გაუფა

ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები და პროგრამები გააცნო

15 დეკემბერი, 2017 , 17:40

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები და პროგრამები გააცნო.  როგორც საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, 2018 წლის თბილისის ბიუჯე

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე