უკან

ეკონომიკა

17 ნოემბერი, 2016 13:50
font-size

დიმიტრი ქუმსიშვილმა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით დაფინანსებული კიდევ ერთი საწარმო გახსნა

პირველი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მაკულატურის და ცელულოზის გადამამუშავებელი ახალი საწარმო „ტისუპეიპერი“ ოფიციალურად გახსნა, რომლის შემდეგაც გაეცნო სამუშაო პროცესს და დაათვალიერა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეძენილი ტექნოლოგიასა და წარმოებულ პროდუქციას. „ტისუპეიპერი“ ბაზარზე ჰიგიენური ქაღალდის პროდუქციას

სამინისტროს ცნობით, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ ახალი საწარმო გარემოს მიმართ მეგობრულია და მაკულატურის მეორადი გადამუშავება მიმდინარეობს. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ წარმოება გამიზნულია იმპორტის ჩანაცვლებაზე. დღეს „ტისუპეიპერის“ პროდუქცია ჰიგიენური ქაღალდით ადგილობრივი მოხმარების 30 პროცენტს აკმაყოფილებს, თუმცა ამ მაჩვენებლის გაორმაგებაა დაგეგმილი.

„სწორედ ესაა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მთავარი ამოცანა - ჩვენს ქვეყანაში წარმოებები განვითარდეს, მოხდეს იმპორტის ჩანაცვლება და საექსპორტო სიმძლავრეების გაზრდა“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საწარმოში ამჟამად 85 ადამიანია დასაქმებული. მისი სრული სიმძლავრით ამუშავებისას 100-მდე ადამიანს დაასაქმებს და ყოველთვიურად 170 000 კგ. ჰიგიენურ ქაღალდის წარმოებას შეძლებს. კომპანიის სამომავლო გეგმებია, პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა და ექსპორტის წარმოება კერძოდ სომხეთსა და აზერბაიჯანში.

განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 11 560 000 ლარს შეადგენს.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი