უკან

ეკონომიკა

16 დეკემბერი, 2016 18:00
font-size

დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს-ასოციაციის წევრებს მთავრობის გადაწყვეტილებები გააცნო

„ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკამ იმუშაოს და უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს და ამავე დროს, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ვალუტის რყევებზე, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა მთავრობის მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, აგრეთვე საკანონმდებლო სიახლეებზე, რომელთა მიღებაც რეფორმების გეგმის ფარგლებშია გათვალისწინებული, - აცნობეს მედიანიუსს ფინანსთა სამინისტროდან.

პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ბიზნესმენებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ესაუბრა და ყურადღება იმ გამოწვევებზე გაამახვილა, რომლის წინაშეც საქართველოს ეკონომიკა აღმოჩნდა. განსაკუთრებული ყურადღება დიმიტრი ქუმსიშვილმა გაამახვილა მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმასა და მის ცალკეულ მიმართულებებზე. მისი განცხადებით, მოგების გადასახადის რეფორმის გასატარებლად მთავრობა დიდი ხნის მანძილზე ემზადებოდა. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, აღნიშნული რეფორმის შედეგად საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკა დამატებით 1-1,5 პროცენტით გაიზრდება.

დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე, ისაუბრა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც საქართველოს და მის ცალკეულ რეგიონებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ წინსვლას მოუტანს. ერთ-ერთ ასეთ პროექტად მან დაასახელა ქუთაისი-აბასთუმნის 70-კმ-იანი გზის მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის ხანგრძლივობას ქუთაისიდან ამ პოპულარულ კურორტზე. დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა თეთნულდის პროექტზე, რომელსაც რეალურად შეუძლია აღნიშნულ სამთო კურორტს საერთაშორისო ტურისტული ცენტრის სტატუსი შესძინოს.

მთავრობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა ბიზნესის სახლის შექმნა, რომელიც იმუშავებს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით და საქმიანი სფეროს წარმომადგენლებს მიაწვდის ყველა საჭირო სერვისს.

„ჩვენი ამოცანაა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, რათა თქვენ ახალი სამუშაო ადგილები შექმნათ“, - მიმართა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრაზე შეკრებილ ბიზნესმენებს. მან ასევე უპასუხა ყველა შეკითხვას, რომელიც ბიზნესის წარმომადგენლებს ჰქონდათ. ასევე გადაწყდა, რომ მსგავსი შეხვედრები სისტემატურად გაიმართება, რომლის დროსაც ბიზნეს-ასოციაციას შესაძლებლობა ექნებათ, მისი წევრებისთვის აქტუალური საკითხები ფინანსთა სამინისტროსთან ერთად განიხილოს.

გარდა ამისა, პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სამინისტროში რეგულარულად გაიმართება შეხვედრები ეკონომიკის ცალკეული სექტორების წარმომადგენლებთან.

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი