უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

14 ივლისი, 2017 18:00
font-size

დიმიტრი ქუმსიშვილმა და ზურაბ ალავიძემ ქ. ბათუმის ნაპირდაცვის სამუშაოები დაათვალიერეს

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ ქ. ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები და სანაპირო ზოლი მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი 30 მილიონი ლარით აფინანსებს. პროექტი ითვალისწინებს, დაახლოებით, 2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას და სანაპიროს აღდგენას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ასევე, მოეწყობა არსებული ბულვარის აღდგენილ სანაპიროსთან დამაკავშირებელი 12 საფეხმავლო ხიდი.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის, ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის ხელშეწყობის კუთხით.

სამუშაოები 2018 წლის აგვისტოში დასრულდება.

„12 საათს გვამუშავებენ ძალიან რთულ პირობებში“ - ქუთაისში მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებულების აქცია მიმდინარეობს

23 იანვარი, 2020 , 13:15

ქუთაისში მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებულების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რთულ სამუშაო პირობებზე საუბრობენ და ადმინისტრაციას ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას სთხოვენ. დასაქმებულების თქმით, საწარმოში არ არის ჩ

ნარინჯისფერი რთველი დასრულდა

22 იანვარი, 2020 , 14:35

2019 წელი საქართველოში მანდარინის განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის მოსავალით გამოირჩეოდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, მოსავლის რაოდენობამ 5

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 40 მლნ ლარით ფინანსდება

18 იანვარი, 2020 , 12:00

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ი

ქარელის მცხოვრებლებს იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა შეეძლებათ

15 იანვარი, 2020 , 15:05

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ქარელის მშენებარე იუსტიციის სახლის ფილიალი დაათვალიერა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. იუსტიციის სახლის მშენებლობა ქარელში იუსტიციის მინისტრის ინ

მესტიის, გოდერძისა და ყაზბეგის საკურორტო ზონებში ფრენის ნებართვა ავსტრიულ კომპანიას მიენიჭა

15 იანვარი, 2020 , 14:30

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავსტრიულ კომპანიაზე – Wucher Helicopter Gmbh ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა. სააგენტო

რა ბედი ელის ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობას

15 იანვარი, 2020 , 12:30

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბი, შესაძლოა, აღარ განთავსდეს. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პარლამენტის ყოფილი შენობა შინაგან საქმეთა სამინის-ტროს ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`