უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

29 ნოემბერი, 2017 17:35
font-size

დიმიტრი ქუმსიშვილმა ინვესტორებს ეკონომიკის სამინისტროს ღია ტენდერებში მონაწილეობისკენ მოუწოდა

თბილისის აბრეშუმის ფორუმზე გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკის სექტორებზე, რომლებიც ინვესტორებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია და ბიზნესის მხარდაჭერის ინსტრუმენტებზე, რომლებიც ქვეყანაში არსებობს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მოუწოდა ინვესტორებს, დაინტერესდნენ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ღია ტენდერებში.

„თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს ტენდერები ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე. ჩვენ გამოვაცხადეთ მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობაზე“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა და განაცხადა, რომ ჯამში 170 მლნ აშშ დოლარის ინვესტირების შესაძლებლობა არსებობს. მთავრობას თბილისისა და ქუთაისის სიახლოვეს ლოგისტიკური ცენტრების ასაშენებლად, შესაბამისად, 80 და 70 ჰა მიწის ფართობის გამოყოფას გეგმავს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა იმ ინსტურმენტებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ კერძო სექტორის მხარდაჭერისა და ბიზნესის განვითარებისთვის შეიმუშავა. ერთ-ერთ ასეთ ინსტრუმენტად მან დაასახელა საპარტნიორო ფონდის გარანტიების გაცემის მექანიზმი.

„ჩვენ ბევრი ინსტრუმენტი შევქმენით 2016 წლიდან მოყოლებული. განსაკუთრებით გამოვყოფ პროგრამას „აწარმოე საქართველოში“. ეს არის შესანიშნავი ინსტრუმენტი, რომელიც ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოში ბიზნესის განვითარებას“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აღნიშნულ პროგრამას წარმატებული უწოდა. მან ასევე დაასახელა პროგრამები „უმასპინძლე საქართველოში“, „გადაიღე საქართველოში“ და სხვ.

გარდა ამისა, პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოში ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით ასევე არსებობს საპარტნიორო ფონდი.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8299 ლარი გახდა

21 თებერვალი, 2020 , 17:50

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8299 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8265 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარა

21 თებერვალი, 2020 , 14:30

გალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2020 წელს“ მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მეექვსედ გახდა. „Globa

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ თურქეთში ევროპის საავიაციო ფორუმში მონაწილეობს

21 თებერვალი, 2020 , 14:30

თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში ევროპის ყოველწლიური საავიაციო ფორუმი CONNECT 2020 მიმდინარეობს. რიგით მე-17 ფორუმში 50 ქვეყნის 65 ავიაკომპანიისა და 260 აეროპორტის 650 ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. საქართველოს ფო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups შემოდის

21 თებერვალი, 2020 , 12:10

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მსოფლიო ბაზარზე ტოპ აქსელერატორი 500 Startups საქართველოში შემოდის. შესაბამისი სამმხრივი ხელშეკრულება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, 500 Startups-სა და საქართველოს ბან

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8265 ლარი გახდა

20 თებერვალი, 2020 , 17:44

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8265 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8422 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

20 თებერვალი, 2020 , 17:25

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა უწყებაში არსებულ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`