უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

26 იანვარი, 2017 12:50
font-size

დიმიტრი ქუმსიშვილმა მებაჟე-ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცა

პირველმა ვიცეპრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საბაჟოს დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებსა და მებაჟე-ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის - ძლიერი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბაჟო სისტემის უზრუნველყოფისთვის.

საბაჟოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრი 180 საბაჟო ადმინისტრაცია იღებს. წელს საბაჟოს საერთაშორისო დღე საერთო სლოგანით აღინიშნება - „მონაცემთა ანალიზი საზღვრის ეფექტიანი მართვისთვის“.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, ასევე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა, აზერბაიჯანის, უკრაინის, თურქეთის, იტალიისა და მოლდოვის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმღვანელმა პირებმა. შემოსავლების სამსხურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ ხუნდაძემ ფორუმის მონაწილეებს საბაჟო დეპარტამენტის წლიური ანგარიში წარუდგინა.

ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს მთავრობის, ბიზნეს სექტორის, დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკებს შორის ჩარჩო ფორმატის მემორანდუმი გაფორმდება.

სამსახურეობრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულების, გაწეული შრომისა და თავდადებისთვის, შემოსავლების სამსახურის სახელით, ღირსების მოწმობები გადაეცემა შემოსავლების სამსახურის 15 თანამშრომელსა და ორ სახელმწიფო უწყებას (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო). ღირსების მოწმობებით დაჯილდოვდება ასევე, რამდენიმე კერძო კომპანიაც.

კონფერენციის დასასრულს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს უკრაინისა და თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან.

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი